თბილისის საქალაქო სასამართლშო ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესზე დამსწრე მოქალაქეებს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი და სხვა თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გელა ხასაიას მხარდამჭერების თქმით, ეზოში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა მანდატურების მხრიდან ძალადობაზე მათ რეაგირება არ ჰქონიათ.
”მოსამართლემ დღეს მიიღო სრულიად მონური გადაწყვეტილება. ესენი არიან რუსეთის მონები, კრემლის დავალებებს ასრულებდნენ. დღეს დავალება ჰქონდა ნანა შამათავას, რომ გელა ხასაია ჩაესვათ ციხეში და ამ მონა და ნაბიჭვარ მანდატურებს, მოძალადეებს და ნაძირალებს დავალება ჰქონდათ, რომ პროცესის ოთახიდან გამოვეყარეთ ძალის გამოყენებით… ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდებათ ყველა უსამართლობა, რასაც ამ მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ. პირველი დაიწყება მატიაშვილით, მატიაშვილო შენ დასრულდები ამ ქვეყანაში, შენი პარპაში მორჩება, საკადრისი პასუხი გაგეცემა, დაეგდები სახლში, ვირთხა,” – ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
მანდატურის სამსახურმა მოქალაქეებს სასამართლოს ტერიტორია დაატოვებინეს.