გურიის მოამბე

საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – PACE-მ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

68 მომხრე, 7 წინააღმდეგი [2-მა დელეგატმა თავი შეიკავა] – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიიღო.

  • “ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სისტემატურად უგულებელყოფენ მათ რეკომენდაციას და შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ”- ვკითხულობთ რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუციის ავტორები თანხმებიან, რომ  საქართველოში სწრაფი დემოკრატიული უკუსვლის პროცესი იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“საქართველოში დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. ის ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და უსაფუძვლო, დამაზიანებელ ბრალდებებს, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ” – წერია რეზოლუციის პროექტში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

„საქართველოში მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა, რაც აშკარაა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან, არ მიეღოთ მონაწილეობა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში. ასამბლეა წუხს, რომ ამ არჩევნებს არ დააკვირდებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნების დაკვირვების კარგი რეპუტაცია აქვთ. ამ მხრივ, ის ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი მოახლოებულ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასამბლეა ასევე წუხს, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისს (OSCE/ODIHR) ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა განზრახ გაეგზავნა იმდენად გვიან, რომ მათი დაკვირვება შეუძლებელი გახდა“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights