გურიის მოამბე

მურთაზ ზოდელავა განმარტების გაკეთებას აპირებს – ანი წითლიძე

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა ციხიდან წერილის გამოგზავნას და განმარტებების გაკეთებას აპირებს – “ტვ პირველს” ეს ინფორმაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ დაადასტურა.

როგორც ენმ-ს წევრი ინგა გრიგოლიას “დღის ამბებში” ამბობს, კითხვებს უპასუხოდ არც პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე და ენმ-ის ლიდერი, ირაკლი ნადირაძე დატოვებენ:

დაგისდასტურებთ, რომ მურთაზ ზოდელავა განმარტების გაკეთებას აპირებს [დროს ვერ დაგიდასტურებთ, დღეს იქნება, ხვალ თუ მომავალ კვირას], ჩვენ ეს კომუნიკაცია გვაქონდა ყველასთან. იქ [სასჯელაღსრულების დაწესებულებაში] დაცული არ არის ჩვენი მიმოწერა, რასაც ლაპარაკობენ ისმენს რეჟიმი. თავსიუფელი კომინიკაციის შესაძლებლობა არ გავქვს, მაგრამ ჩვენი გზავნილიც ეს არის და ვიცი მათი განწყობაც, რომ ეს განმარტებები მათი მხრიდან იქნება. რომელ დღეს იქნება ვერ ვიტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ. დაკავებულები [მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურულაძე] არცერთ კითხვას არ დატოვებენ”- თქვა ანი წითლიძემ. 

ფოტო: IPN.GE

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights