გურიის მოამბე

ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისგან 1,300,000 ლარად ოზურგეთში 27,714 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა

ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისგან 1,300,000 ლარად ოზურგეთში 27,714 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა.
▪️საქველმოქმედო მიზნებისთვისაა მიწა შეძენილი თუ უბრალოდ შპს ,,აკვა ცენტრი”-ს ანგარიშზე 1,300,000 ლარი გადაიტანა პირადი მიზნებისთვის (ჯიბეში ჩაიდო)?!
✔️ და ეს არ არის პირველი საეჭვო გარიგება, რომელიც ფონდის საქმიანობის საქველმოქმედო ხასიათს შეიძლება სცდებოდეს.
❗️ შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში საქველმოქმედო ფონდიდან, რომლის ანგარიშები კანონის დარღვევით დღემდე გასაიდუმლოებულია, ივანიშვილმა:
▪️ ამავე ფონდის კუთვნილი კომპანიების სამშენებლო/სასტუმრო ბიზნესებზე გასცა 452 მილიონი ლარი იაფი სესხის სახით; ანუ ესაა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი, რაც ქველმოქმედებას, საზოგადოებას უნდა მოხმარებოდა.
▪️არაერთგზის გამოიყენა საქველმოქმედო ფონდის ქონება დასაგირავებლად/იპოთეკით დასატვირთად პირადი მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების მიერ საბანკო სესხების ასაღებად;
❗️ და მთავარი შეკითხვა: ვინ ავსებს ამ ფონდს, ვინ არიან მისი შემომწირველები და რა ფული ბრუნავს ამ დახურულ, გაუმჭირვალე ფონდში ,,ქველმოქმედების” საფარქვეშ?!
წერს კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights