
ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისგან 1,300,000 ლარად ოზურგეთში 27,714 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა.

საქველმოქმედო მიზნებისთვისაა მიწა შეძენილი თუ უბრალოდ შპს ,,აკვა ცენტრი”-ს ანგარიშზე 1,300,000 ლარი გადაიტანა პირადი მიზნებისთვის (ჯიბეში ჩაიდო)?!

და ეს არ არის პირველი საეჭვო გარიგება, რომელიც ფონდის საქმიანობის საქველმოქმედო ხასიათს შეიძლება სცდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში საქველმოქმედო ფონდიდან, რომლის ანგარიშები კანონის დარღვევით დღემდე გასაიდუმლოებულია, ივანიშვილმა:

ამავე ფონდის კუთვნილი კომპანიების სამშენებლო/სასტუმრო ბიზნესებზე გასცა 452 მილიონი ლარი იაფი სესხის სახით; ანუ ესაა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი, რაც ქველმოქმედებას, საზოგადოებას უნდა მოხმარებოდა.

არაერთგზის გამოიყენა საქველმოქმედო ფონდის ქონება დასაგირავებლად/იპოთეკით დასატვირთად პირადი მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების მიერ საბანკო სესხების ასაღებად;

და მთავარი შეკითხვა: ვინ ავსებს ამ ფონდს, ვინ არიან მისი შემომწირველები და რა ფული ბრუნავს ამ დახურულ, გაუმჭირვალე ფონდში ,,ქველმოქმედების” საფარქვეშ?!
წერს კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: