გურიის მოამბე

შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სისტემაში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც უწყების მართვაში არსებულ გზებზე ნარჩენების მართვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს გამოავლენსშესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ახალი სამსახური უზრუნველყოფს საავტომობილო გზების დანაგვიანებისა და ნარჩენების არასწორი მართვის ფაქტებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებასდღემდე, სხვადასხვა უწყებებს შორის კომპეტენციის განუსაზღვრელობის გამო, მსგავს დარღვევებზე დროული რეაგირება პრობლემას წარმოადგენდა.

კანონპროექტის განხილვისას “ევროპელი სოციალისტების” წევრმა, დეპუტატმა ილია ინჯიამ მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, იქნება თუ არა სამსახურის მოვალეობა საქონლის გზებზე დგომის და გადარეკვის პრევენცია, რომელიც მაგისტრალებზე ხშირად გვხვდება. რაზეც გიორგობიანმა უპასუხა, რომ ესეც მათი მოვალეობა იქნება.

“რეალურად უნდა გავმიჯნოთ ორ ნაწილად. ერთი არის შპს, რომელიც უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვას და მეორე იქნება პრევენციის სახით, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, დაბინძურების და ისევე უსაფრთხოების ნაწილს. ანუ, ამისათვის შეიქმნება უშუალოდ გზების დეპარტამენტში სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, ასეთი ტიპის [პირუტყვის გზაზე გადასვლის] ღონისძიებების პრევენციას”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

წყარო; https://bm.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights