გამოძიებობანას“, სახლობანას თამაშობენ! ორი წელი გავიდა და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ წამებას, გატაცებას ჰქონდა ადგილი. ორი წელი ეძინათ. ამ ორ წელშიც „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და ბობოლებს ხელს აფარებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის,მიერ რუსთავის მე-12 საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ნათქვამი, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებლის მიერ მის დაკითხვას ეხმაურება.
როგორც ხაბეიშვილი წერს, მისი წამების საქმეზე სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და მოქმედი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადეს.
„ხარება“ და გოგა მემანიშვილია პირველ რიგში დასაჭერი და შემდეგ, ვინც მწვანე აუნთო. მაშინ ეს მწვანე მათ მისცა ივანიშვილმა, პრემიერმა კობახიძემ და მდინარაძემ. ამ მწვანე შუქის შუაში, ასევე, არიან მაშინდელი სუს-ის უფროსი, ლილუაშვილი და შს მინისტრი გომელაური. თუ ამათი პასუხისმგებლობა არ დადგება, აბა, ვის აინტერესებს, უსახელო და უგვარო ვიღაც ბაღლინჯოები?!
ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ორგანიზატორი და ეს არის ივანიშვილის მწამებელი სისტემა. 300-მდე ადამიანი აწამეს და 5 თუნდაც 10 ლიფსიტის დაკავებით უნდათ ფონს გასვლა. მე მაინტერესებს სისტემის შემოქმედები და ესენი არიან ივანიშვილ-კობახიძეები“, – წერია ხაბეიშვილის წერილში, რომელიც ადვოკატმა ჟურნალისტებს გადასცა.
ცნობისთვის, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურატურის გამომძიებელმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე,დაზარალებულის სტატუსით გამოკითხა.
გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, ზ.ჩ-მ და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ა.ბ.-მ, ფიზიკურად იძალადეს.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.








