“ქართული ოცნება” ოზურგეთის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის გაუქმებაზე მუშაობს

“ქართული ოცნება” ოზურგეთის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის გაუქმებაზე მუშაობს და ეძებს იურიდიულ მექანიზმებს, როგორ დააბრუნოს სამსახურებში – ამ რეორგანიზაციის შედეგად დათხოვილი 20 თანამშრომელი;

მმართველ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, იურისტები, მუშაობენ იმ მექანიზმებზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება იურიდიული პროცედურებით, ოზურგეთის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის გაუქმება;

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერიაში განუცხადეს;

მანამ, სანამ პროდასავლური, პოლიტიკურ ოპოზიცია, ერთმანეთს უპირისპირდება, რეგიონებში ხელისუფლებამ, პროდასავლურად განწყობილ საჯარო მოხელეებს, მორიგი რეპრესიული ტალღა “დაატეხა” თავს – მუნიციპალიტეტებში ე.წ. “რეორგანიზაცია” დასრულდა.. ადგილობრივმა მერებმა, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული შტატი შეამცირეს და რამდენიმე ასეულ თანამშრომელს ხელშეკრულებები გაუუქმეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ –
პირველი – ან თვითონ, უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მონაწილეობდა “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმართულ ფართო საერთო ეროვნულ პროტესტში
მეორე-ან მისი ოჯახის წევრი უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მონაწილეობდა “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმართულ ფართო საერთო ეროვნულ პროტესტში
მესამე – თვითონ არ მონაწილეობდა, მაგრამ სოციალურ ქსელებში – პოსტებით გამოხატავდა მხარდაჭერას; ამ პროტესტში მონაწილე ადამიანების მიმართ
მეოთხე – თვითონ არ მონაწილეობდა მაგრამ სოც.ქსელებში ულაიქებდა ამ პროტესტში მონაწილე ადამიანების აქტივობებს
მეხუთე-მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი ალაიქებდა სოც ქსელებში იგივე შინაარსის პოსტებს
მეექვსე – მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი “პოსტავდა” სოც ქსელებში იგივე შინაარსის პოსტებს

თუმცა, ოზურგეთი, ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებით. ერთადერთია, სადაც მმართველი პარტია განხორციელებული რეორგანიზაციის – რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან 22 ადამიანი დაითხოვეს – გაუქმებას ცდილობს.

საქმე იმაშია, რომ, რეორგანიზაციის განხორციელების პროცესში, ოზურგეთის მერმა თანამდებობა დატოვა; თანამდებობის დატოვების რეალური მიზეზი მისი ოზურგეთის საკრებულოსთან დაპირისპირება გახდა; საკრებულო კი მაშინ მოქმედ მერს, რეორგანიზაციის ფარგლებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერების დევნაში ადანაშაულებდა, საუბარი ა(ა)იპ “ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივებიდან” და ოზურგეთის მერიიდან გაგდებულებზე, გუგა ცინცაძეზე და გერმანე ჭანუყვაძეზე იყო;

მოკლედ-“ოცნებაში” აცხადებდნენ, რომ, განსხვავებული აზრის დევნაში, მაშინდელ მერს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “შემოედევნა” ….

საბოლოოდ, მოქმედმა მერმა თანამდებობა დატოვა, მერის მოვალეობის შემსრულებელი კი, რომელიც საგანგებოდ, თეთრიწყაროდან მოიწვიეს (თეთრიწყაროს ვიცე მერი იყო), ეძებს იურიდიულ გზებს, როგორ მოახერხოს, რეორგანიზაციის შედეგად გაშვებული 20 ადამიანის უკან დაბრუნება და ამ პროცესის-რეორგანიზაციის ხელახლა დაწყება;

გავრცელებული ინფორმაციით, ხელახალი რეორგანიზაცია მას შემდეგ განხორციელდება, როცა მუნიციპალიტეტი ახალ მერს აირჩევს რიგგარეშე არჩევნებით, ეს კი კანონმდებლობით, მომავალი წლის აპრილში უწევს;

მანამდე კი მერია, თითქმის სრულიად პარალიზებულია, დაწესებულება, რომელიც ქმედუნარიანობით, დიდად ვერასდროს დაიკვეხნიდა, ამ ეტაპზე, ფორმალურადაც კი ვერ ფუნქციონირებს, რადგან მერის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი კანონმდებლობით, მოკლებულია შესაძლებლობას, გამოთავისუფლებულ საშტატო ერთეულებზე ახალი კადრები მოიზიდოს.

ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავლად – რეორგანიზაციის შედეგების გაუქმება რჩება და “ოცნებაც” ახლა სწორედ ამაზე მუშაობს;

იგივე თემაზე

დაპირისპირება ოზურგეთის რაგბში-მერის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედვად ხელმძღვანელი თანამდებობას არ ტოვებს

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, პაატა კუნჭულია, ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივების” პრეზიდენტის გადაყენებას გეგმავს.

დიდი ალბათობით, გადაყენების მიზეზები სპორტული შედეგბი შესაძლოა არ იყოს, რადგან – ოდესღაც “დიდ ათში” მორკინლი “არწივები”, მიმდინარე სეზონში – რგიონალ ლიგის მოგების შემდეგ, პირველ ლიგაში აღზევდნენ.

სარაგბო კლუბის მენეჯმენტი სახლმწიფო აუდიტის სკანდალურ დასკვნაში მოხვდა, სადაც მთელი რიგი კითხვებია დასმული საკადრო და საფინანსო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ, რაგბისტთა ადგილობრივი ხელმღვანელი – ზურაბ, იგივე გუგა, ცინცაძე არაერთხელ გახვეულა სკანდალში, თუმცა ყველა ეს შემთხვევა, არა რაგბს, არამედ პოლიტიკას უკავშირდება.

“არწივების” გენერალურ დირექტორს, ბოლო წლებში, ხშირად ადანაშალებდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა შევიწროებასა და მათზე ფიზიკურ თავდასხმებში – პოლიტიკურ ოპოზიციაში კი მას “ზონდერად” მოიხსენიებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, არაერთი ბრიფინგი და პრესკონფერენცია ჩატარებულა;

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცინცაძე თანამდებობის დატოვბაზე უარს აცხადებს, და მერს მმართველ პარტიასთან ამისამართებს.

ცინცაძის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამ უკანასკნელს სრული მხარდაჭერა აქვს “ქართული ოცნებიდან”, გუბერნატორიდან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარისაგან და მერის სურვილი, მისი გადაყენების თაობაზე არაფერს ნიშნავს, რადგან “მერი და პარტია დღეს სხვადასხვა პოზიციაზე დგანან”.

ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივების” წლიური ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.

თუმცა, მიუხედავად ამისა, კლუბი შესაძლოა ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სარაგბო კავშირი,  პირველ ლიგაში მოასპარეზე კლუბების დაფინანსების წესს ცვლის და ყოველწლიუად, თავისი ბიუჯეტიდან დაპირებული სამასი ათასი ლარის დახმარებაზე უარს ამბობს და კლუბებს ადგილობრივი ბიუჯეტების ამარა ტოვებს;

ცნობისათვის; საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპლური ა(ა)იპის დირექტორის განთავისუფლებისას შეზღუდვები არა აქვს, დირექტორი, ფაქტობრივად დაუცველია, ნაცვლად ა(ა)იპის რიგითი თანამშრომლისა, რომლის განთვისუფლებისას-ზემდგომს მთელი რიგი შეზღუდვები აქვს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია ორგანიზაციის წესდებაც, მოგეხსენებათ, ხშირად ა(ა)იპის წესდებები ერთმანეთს არ ემთხვევა და მასში სხვადასხვა პირობებია ჩაწერილი.

რეორგანიზაცია გურულად… ანუ საკადრო წმენდა ,,ხოშის“ მიხედვით

ასე შეარქვეს ოზურგეთში მუნიციპალიტეტის მერიაში დაწყებულ რეორგანიზაციას, რომლის საბოლოო მიზანი 8 ადამიანის სახლში გაშვება აღმოჩნდა.

პროექტის ავტორი და საკრებულოზე წარმდგენი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გენო მორჩილაძეა, რომლის მიერ შემუშავებულმა პროექტმა – არათუ სიცხადე შეიტანა იმაში, თუ რის მიხედვით იხელმძღვანელა მერიამ რეორგანიზაციისას , არამედ საზოგადოებაში დამატებით, უამრავი კითხვა გააჩინა ამ რეორგანიზაციის კანონიერების თაობაზე.

როგორ განისაზღვრა ახალი პრიორიტეტები, რამ განაპირობა სოციალური და ინფრასტრუქტურული სამსახურების განახევრების აუცილებლობა , რამ განაპირობა მომარაგების სამსახურის გაფართოება, ამაზე ოფიციალური პასუხები არ არსებობს. სამაგიეროდ მრავლადაა კულუარული ინფორმაციები, რომლებიც, როგორც წესი, მეტწილად, ან სრული სიმართლეა ან სიმართლესთან მაქსიმალურად მიახლოებული.

მოგეხსენებათ, „ჭორებს“ მაშინ ეძლევა გასაქანი, როცა „მავანი“ მიმდინარე პროცესის ან ფაქტის ირგვლივ, ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავს იკავებს და მომხდარს მაქსიმალურად „ჩქმალავს“;

„გურიის მოამბისთვის“ კი სწორედ კულუარებიდან ცნობილი გახდა რომ: რეალურად ეს რეორგანიზაცია კიარა, დიდი ალბათობით – მერიის პირველი პირების საძმაკაცო-სადაქალო-სამეზობლო-სანათესაო-ცოლებისსადაქალო-სატენდერშიკო ე.წ.,, სასტავების“ დასაქმება-დაწინაურების აქციაა დაარანაირი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს:

ერთი სამსახურიდან შტატების (არასასურველი ადამიანების) შემცირების ხარჯზე, სხვა სამსახურში შტატების (სასურველი ადამიანების) მომატება ხდება.ასე მაგალითად, სოციალურ , ინფრასტრუქტურის სამსახურებში თუ აუქმებენ 3-3 შტატს, განათლების განყოფილებაში , შესყიდვებში, მომარაგებაში ამატებენ ამდენივეს. ანუ შესაკრებთა გადანაცვლებით არა ჯამი, არამედ დასაქმებულთა ვინაობები იცვლება ისევდაისევ ,,ქართულ-ჯიგრულ ამბავში“.

ეს არ შეიძლება იყოს რეორგანიზაცია, რომელიც თავისი არსით,  წესით,გამჭვირვალე და მიუკერძოებელი უნდა იყოს, აქცენტი კი საშტატო ერთეულებზე უნდა გაკეთდეს. ეს აღმოჩნდა პერსონალიებზე ანგარიშსწორების, ანდაც სხვა პერსონალიების წინწამოწევის ერთჯერადი აქტი.

დღეს მერიის მისამართით ყველაზე ხშირად მოხმარებადი სიტყვებია:

„იმაზე ენა მიუტანეს“

„,ამას ცუდი თვალით უყურებს“

„იმის ადგილი სხვას დაპირდნენ“

„ის იმ ადგილს კარგა ხანია ელოდება“

„ამას მაინც არ დატოვებენ “

„რაღაცა დაუწერია“

„არ ალაიქებდა“

„ოპოზციას უჭერდა მხარს“……და ასე უსასრულოდ.

ამასობაში ყველა ა(ა)იპსა თუ მუნიციპალურ უწყებებში, ხელმძღვანელ პირებად ჩუმად თუ ხმაურით (ამბიციური ინტერვიუების თანხლებით) ინიშნებიან მერიის მაღალი ჩინების ცოლები, ცოლისდები, ძმისშვილები, ძმისშვილის ქმრები ან ცოლები, ბიძაშვილები,ძმაკაცების ცოლები და მათი შვილები.

საკითხავი ამ ამბავში ისაა, სადამდე გასტანს ოზურგეთის სახელისუფლებო ვერტიკალის არათანმიმდევრული, შერჩევითი, პირადულზე დაფუძნებული საკადრო (და არამარტო საკადრო) გვაროვნულ-კლანური პოლიტიკა, გნებავთ, თავნებობა.

ალბათ, კიდევ დიდხანს, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს დიდი სანათესაო-სამოყვრო და კიდევ უფრო დიდი მადა აქვთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მერიებში მიმდინარე „რეორგანიზაციის“ შემხედვარე – რუსეთის ექსპრემიერ ჩერნომირდინის ფრთიანი ფრაზა გაგახსენდება: „გვინდოდა უკეთესი – გამოვიდა როგორც ყოველთვის“ („ხატელი კაკ ლუჩშე, ა პალუჩილოს კაკ ვსეგდა“)

რამდენიმე ასეულ თანამშრომელს ხელშეკრულებები გაუუქმეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო…

მანამ, სანამ პროდასავლური, პოლიტიკურ ოპოზიცია, ერთმანეთს უპირისპირდება, რეგიონებში ხელისუფლებამ, პროდასავლურად განწყობილ საჯარო მოხელეებს მორიგი რეპრესიული ტალღა “დაატეხა” თავს – მუნიციპალიტეტებში ე.წ. “რეორგანიზაცია” დასრულდა.. ადგილობრივმა მერებმა, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული შტატი შეამცირეს და რამდენიმე ასეულ თანამშრომელს ხელშეკრულებები გაუუქმეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ –
პირველი – ან თვითონ, უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მონაწილეობდა “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმართულ ფართო საერთო ეროვნულ პროტესტში
მეორე-ან მისი ოჯახის წევრი უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მონაწილეობდა “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმართულ ფართო საერთო ეროვნულ პროტესტში
მესამე – თვითონ არ მონაწილეობდა, მაგრამ სოციალურ ქსელებში – პოსტებით გამოხატავდა მხარდაჭერას; ამ პროტესტში მონაწილე ადამიანების მიმართ
მეოთხე – თვითონ არ მონაწილეობდა მაგრამ სოც.ქესელებში ულაიქებდა ამ პროტესტში მონაწილე ადამიანების აქტივობებს
მეხუთე-მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი ალაიქებდა სოც ქსელებში იგივე შინაარსის პოსტებს
მეექვეს – მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი “პოსტავდა” სოც ქსელებში იგივე შინაარსის პოსტებს
შორენა კბილცეცხლაშვილი, ერთ ერთია, ამ ასეულობით, პატრიოტი საჯარო მოხელეებიდან, ვინც დუშეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურიდან, სწორედ ამ – ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო გაუშვეს;

ის აქტიურად მონაწილეობდა თბილისში და რეგიონებში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობებში;

ამის გამო, მას, დუშეთის მერმა რამდენიმე საყვედური და გაფრთხილებაც მისცა ოფიციალურად, თავისთავად გაფრთხილებისა და საყვედურის ოფიციალურ ვერსიაში სულ სხვა რამ წერია, მაგალითდ ერთ ერთ საყვედურში-მიზეზად-სამუშაო სააათებში აივანზე სიგარეტის მოწევა ჩაუწერეს…..

არათუ პროდასავლური პოლიტიკურ ოპოზიციას, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასაც კი და მით უმეტეს, სამწუხაროდ, კრიტიკულ მედიას –  “არ სცალია”, რომ ამ პროცესებს თვალი მიადევნოს და მორალურად მაინც დაუჭიროს მხარი ამ რეპრესირებულ საჯარო მოხელეებს;

თავისთავად, 100% ყველა “რუსული კანონის” წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გამო არ დასჯილა, ზოგი იმიტომ გაუშვეს რომ “კრიშა” აღარა ყავთ (ლილუაშვილ-ღარიბაშვილის პროტეჟეები), თუმცა სრული “იგნორი” საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მედიის მიერ, ამ რეპრესიული ტალღისა, გაუმართლებელია;

 

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights