მარინა ტოტოჩავა – რატომ ხდება საბედისწერო შეცდომები აკნესა და კანის ლიმფომის ვერგანსხვავების დროს

რატომ ხდება საბედისწერო შეცდომები აკნესა და კანის ლიმფომის ვერგანსხვავების დროს.
ეს არც ისე იშვიათ სამედიცინო შეცდომად არის ფიქსირებული

ძალიან მოკლედ ———–ლიმფომაზეც

ლიმფომა———-ყველაზე ჩუმი და ხშირი მკვლელი
დაბინძურებული ლიმფა———სიცოცხლის დასრულების ნიშანია
აკნეზე და ლიმფომაზე ვრცელი სტატიები მქონდა. ამიტომ ძალიან მოკლედ შევეცდები მათი , მხოლოდ ,ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების გამოკვეთას. ცხადად რომ წარმოიდგინოთ და თავი დაიცათ მძიმე გართულებებისგან, სიცოცხლის შეზღუდვისგან. დღეს მხოლოდ,კანის აკნესა და ლიმფომის განსხვავებაზე უნდა მესაუბრა . მაგრამ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ლიმფომის გამოკვეთილი შტრიხები. დღევანდელ ეპოქაში ლიმფომების რიცხვი ძალიან დიდია ყველა ასაკში .გამოუცნობს ეძახიან, მაგრამ, მიელომა და ლიმფომა გამოუცნობი, მხოლოდ ,გამოუცდელი ექიმისთვისაა. უამრავი შემთხვევაა მათი ძალიან დაგვიანებული დადასტურების.რაც მკვეთრად განსაზღვრავს ადამიანის ხანმოკლე სიცოცხლეს.თითქმის, ყველა რეკომენდაციაში ლიმფომაზე ვსაუბრობ, რომ ადამიანმა საფრთხე იგრძნოს და თავი დაიცვას.
სტატისტიკურად, მსოფლიო მედიცინაში, ლიმფომა და მიელომა ყველაზე ხშირად დაუდასტურებელ და გაპარულ დაავადებებად ითვლებიან.აგრესიული ფორმებიც კი . ბევრი ფაქტია, სამსახურში მოსიარულე ადამიანი ერთ დღეს დამძიმებულა და ერთ კვირაში გარდაცვლილა .ადამიანი მუშაობს, ცხოვრობს, ბედნიერია და ერთ დღეს დამძიმდება და მალე გარდაიცვლება ,ლიმფომის ან მიელომის ადრე ვერდადასტურების გამო .მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ყოფილა სამედიცინო დაწესებულებაში.
ლიმფომა ყველა ასაკის ონკოლოგიური პათოლოგიაა .ის ——სისხლწარმომქმნელი და ლიმფური ქსოვილების ავთვისებიანი დაავადებაა.არ ყვირის ,როგორც ნაღვლის ბუშტის ანთება ან სხვა დაავადება, მაგრამ, ბევრი ჩივილით გამოიხატება და ექიმს ეს არ უნდა გამოეპაროს .ჩემთვის ყველაზე მეტად გამაოცებელი და გამაოგნებელია ————ლიმფური ჯირკვლების იგნორირება. ყველაზე დიდი რეაქცია მაქვს რადიოლოგის მიერ დაფიქსირებულ, თუნდაც, ნახევარი სანტიმეტრით გადიდებულ ლიმფურ ჯირკვალზე. ამის გვერდის ავლა უმეცრებაა. ეს უდიდესი სიგნალია , რომ ორგანიზმი მორჩენას და გადარჩენას გთხოვს. დაგვიანებული შემთხვევები—- ეს არის იგნორირებული პრობლემური ლიმფური კვანძები. ერთ სტატიაში ზუსტად დავახასიათე ,რომელი ლიმფური კვანძის გადიდების დროს რა დაავადებები უნდა გამორიცხო. ეს სასიცოცხლო სტანდარტია და დაუშვებელია ამის არგაკეთება.დღევანდელ—– გალაღებული სიმსივნეების ერაში, ყველა ქრონიკულ თუ მწვავე პაციენტს ესაჭიროება რბილი ქსოვილების გადაღება. ემერტე ძალიან ბევრისთვის ძვირია და რბილი ქსოვილების კვლევა არის დიდებული შესაძლებლობა ექიმისთვის, რომ გამორიცხოს ასეთი ტიპის კიბოები. თუნდაც არ დარჩეს სიმსივნე——გადიდებული ლიმფური კვანძი მიგანიშნებს ,რომ ამ მიდამოში ორგანიზმში ქრონიკული ინფექციაა.
კიბოებამდე რას მიჰყავს ადამიანები?——–ბაქტერიებს, ტოქსინებს, მიკრობებს ,მავნე სოკოებს,ვირუსებს, ასკარიდას, ქრონიკულ ინფექციებს. სწორედ მათ ქრონიკულ არსებობაზე მიგანიშნებს გაზრდილი ლიმფური კვანძი.
ლიმფომა პათოლოგიურ მასშტაბში იპყრობს—— მთლიანად ლიმფურ სისტემას. ბევრჯერ ავხსენი დეტალურად, მაგრამ მაინც დავაკონკრეტებ. ლიმფური სისტემა ეს არის-1—-ორგანიზმის ყველა მონაკვეთში ლიმფური კვანძები, 2–ელენთა 3–თიმუსი. იხ ჩემი სტატია- თიმუსი 4——-ტონზილები .ბევრჯერ მისაუბრია ადრე ნორმად დანერგილ ეწ გლანდების გაუაზრებელ და უკიდურესად დამზიანებელ, არასაჭირო ოპერაციების მძიმე იმუნურ შედეგებზე. ბევრჯერ ამიხსნია ,სტანდარტით როდისაა აუცილებელი—- ოპერაცია.
არსებობს ასევე, არალიმფოიდური ლიმფომები———კანის, ფილტვის, ძვლების, ცენტრალური ნერვული სისტემის,ღვიძლის,კუჭ-ნაწლავის. როცა ექიმი მკურნალობს რომელიმე ამ ჩამოთვლილი სისტემების გაქრონიკულებულ დაავადებას, მან——-უპირველესად, არალიმფოიდური ლიმფომა უნდა გამორიცხოს.რა აზრი აქვს , მაგალითად, კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს ომეპრაზოლის ტიპის პრეპარატების ხანგრძლივ კურსებს , როცა ხშირად არის კუჭ-ნაწლავის ლიმფომის არალიმფოიდური ფორმები და შეიძლება ეს უმოკლებდეს სიცოცხლეს ამ ადამიანს. რაც არც ისე იშვიათია. ან მაგალითად,რა აზრი აქვს ძვალ-სახსრის პრობლემის დროს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, როცა ძვლის ან სახრის ლიმფომაა და ასე შემდეგ.სამედიცინო შეცდომები ცენტრალური ნერვული სისტემის ლიმფომების დროს იმდენად მრავალფეროვანია , ამის აღწერას ცალკე თემა სჭირდება. ხშირია შემთხვევა, როცა ცენტრალური ნერვული სიტემის ლიმფომაა და ნევროზზე ხდება დაუსრულებელი მკურნალობა. სიტყვა მკურნალობა ბრჭყალებში——რადგან, მხოლოდ ანტიდეპრესანტების გამოყენება ხდება ხანგრძლივად და არა მარტო მწვავე პერიოდში.
ლიმფომების მიზეზებიდან, მხოლოდ, უხშირესებს გამოვყოფ——ასკარიდა, ჰერპესი, ებშტეინ-ბარის ვირუსი.მედიცინა აქტიურ მაპროვოცირებლად ასახელებს——-თმის საღებავს. ლიმფომის ძლიერი რისკის ქვეშაა აუტოიმუნური დაავადებით დაავადებულები.ასევე, სხვადსხვა კიბოს დროს ქიმიური პრეპარატებით ნამკურნალები პირები.
არასწორია გამოთქმაა—— უსიმპტომო ლიმფომა. თუ ექიმს დანახვა შეუძლია, ნებისმიერი ტიპის ლიმფომას ჩივილები აქვს.ლიმფომის რთული ფორმის ჩივილები ყველაში ერთნაირია, მაგრამ მას შეიძლება სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული გამოვლენა ჰქონდეს. გამომდინარე მისი ლიმფური სტატუსის სიმწიფისა. კლასიკური გამოხატულება ასეთია——-სისუსტე, ტემპერატურა,ღამის ოფლი. ლიმფური კვანძი რომელიმე ადგილზე გადიდებულია.ღამის ოფლი ყველაზე კარდინალური სიმპტომია, რომელზეც ექიმს უდიდესი რეაქცია უნდა ჰქონდეს. თუ ლიმფომა არ არის , მაშინ ღამის ოფლის დროს სხვა კიბოც უნდა გამორიცხო.თავიდანვე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებას ხშირი სიკვდილობა მოჰყოლია, ყველაფერი დალაგდება და ადამიანი იცოცხლებს სწორი მიდგომით და ყველა მექანიზმის გაანალიზებით.
ღამის ოფლს რომ ექიმი გაუქრობს პაციენტს ან ლიმფომას ან მიელომას რომ აღმოუჩენს ,სულ მცირე ამ ადამიანმა ექიმის სიცოცხლისთვის ხან ერთი სანთელი მაინც უნდა გაიმეტოს და დაანთოს. რადგან, ექიმს ამისთვის ბევრი ღამე დათენებია, ამ პაციენტის ინდივიდუალურად მიმდინარე მექანიზმების ძიებაში. ხშირად გაპარულს იმიტომ ეძახიან ლიმფომას, რომ შეიძლება ეს ყველა ჩივილი არ იყოს, მაგალითად, ღამის ოფლი.ამ შემთხვევაში , შეიძლება იყოს ამათგან ერთ-ერთი——პერიოდული სისუსტე, პერიოდული წნევა,პერიოდული არამყარი ნაწლავური სტატუსი,დიაბეტი, სახსრის პრობლემა,სასუნთქი სისტემის დაზიანება , რომელიმე ორგანოს ქრ ანთება ან სხვა.
კიდევ ვიმეორებ ——დაუშვებელია ლიმფური კვანძების პრობლემის უგულვებელყოფა, თუნდაც ეს ლიმფომის გამო არ იყოს. რადგან, ამ შემთხვევაში ადამიანი ბოლოს მაინც ძლიერ გართულებას და სიცოცხლის წლების შეზღუდვას მიიღებს.
ზოგი ლიმფომა გულის სტენოკარდიას ჰგავს. ტკივილი ან პერიოდული უსიამოვნი შეგრძნება ახასიათებს გულმკერედში. ეს თუ მოგიხშირდათ და მითუმეტეს, გულის სტენტირების კანდიდატი ამ ეტაპზე ჯერ არ ხარ, მაშინ ლიმფომა გამორიცხეთ.
ზოგი ლიმფომა ასთმაში ეშლებათ, სუნთვის გაძნელება ახასიათებს. ქრონიკულად მკურნალობს ადამიანი ასთმას და სინამდვილეში ლიმფომა აქვს.
ლიმფომის ზოგი ფორმის დროს კი, გახანგრძლივებული მშრალი ხველაა .როცა გამოცდილი ექიმი ფილტვების ფიბროზს მკურნალობს, მას გონებაში სულ სტარტზე ჰყავს ——–ლიმფომის შესაძლო დაწყება ან მიმდინარეს გამორიცხვა. პერიოდული მშრალი ხველა მძიმედ მიმდინარე ფილტვის ფიბროზებს ახასიათებთ. ფილტვების ფიბროზი პოლისემანტიკური ფონია, მისგან ბევრი მძიმე დაავადების შანსები მოდის, ფილტვის კიბოს ჩათვლით.
გახეთქილი ბრმა ნაწლავი და მისი მოულოდნელი ოპერაციები, ქრონიკულად მოითხოვს ასეთ ადამიანებზე დაკვირვებას.შესაძლო ლიმფომის განვითარების დიდი შანსის გამო. რადგან, პერფორირებული ბრმა ნაწლავი ჭარბად შეიცავს ლიმფომის სპეციფიკურ უჯრედებს.ასეთ პაციენტებში პირადი ექიმი, მთელი ცხოვრება ლიმფომის შანსის აღმოცენების კუპირებას უნდა ახდენდეს.
სარკოიდოზის, ფილტვების ემფიზემის, ქრონიკული პნევმონიის , ფქოდის, ფილტვის ფიბროზის,სველი პლევრიტის უკან —–ხშირად ლიმფომები იმალებიან.
სტატისტიკურად,არაჰოჩკინის ლიმფომა, რომელიც უფრო რთულია და ცუდშედეგიანი ,ვიდრე ჰოჩკინის, 60 წლის ზევით მეტია. ჰოჩკინის ლიმფომა კი უფრო ხშირად ——15 წლიდანაა.ჰოჩკინის ლიმფომა——ლიმფოგრანულომატოზია. არაჰოჩკინის—–ლიმფოსარკომაა .მეორე პირველზე უფრო საშიში და რთულია.
ლიმფომას ძალიან ბევრი ვარიაცია აქვს. ძალიან ჩუმი და მკვლელი დაავადებაა.
ისევ ვაკონკრეტებ, ლიმფური სისტემა ტრანზიტულ აღქმაში ესაა——–ლიმფური კვანძები, ელენთა და ლიმფური სადინარები. ლიმფურ სადინარებში მოძრაობენ სისხლის თეთრი უჯრედები———–ლიმფოციტები. ისინი ლიმფომის დროს უზომოდ მრავლდებიან. ხშირად ვამბობ,თუ ექიმს სისხლის საერთო ანალიზის სრულად გაშიფრვა შეუძლია, მას არცერთი დაავადება და მითუმეტეს ,კიბო არ გამოეპარება თავიდანვე.ერთითაც ცვლილება პარამეტრების, შესაბამის სტატუსებს მოიცავს. ექიმის რეალურ დონეს გამოცდის გარეშეც შეაფასებ სისხლის საერთო ანალიზის გაშიფრვის ხარისხით. ერთითაც არ გადაიხრება სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტი ან სხვა პარამეტრი, თუ ორგანიზმს ძალიან არ უჭირს.
სისხლი მოწმეა ყველა ფიზიოლოგიური დეტალის და სამყაროს —ადამიანის შესახებ სრულ ინფორმაციას აძლევს ეპიფიზის საშუალებით. თუ ამ პარამეტრებს ადექვატური დახმარების გარეშე მიუშვებ და უგულვებელყოფ——–სამყარო არ გაცოცხლებს. მას თავისი მკაცრი კანონები აქვს.რიგის პრინციპი, სამყაროს კანონია და აქაც მოქმედებს. ერთი წავა და მეორე დაიბადება.
ახალგაზრდებში ლიმფომის ზოგი ფორმისთვის დამახასიათებელია———გამონაყარი და კანის ქავილი, რაც ხშირად ეშლებათ—– ეგზემაში, ჭინჭრის ციებაში და სხვა.
ლიმფომა ხან , ძვლის ტვინის კიბო—–მიელომასთან ერთადაა, სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ ორს ჩუმ მკვლელს. ამ დროს ადამიანებს, ყველაზე ხშირად, საშარდე გზების პრობლემები——-ქრ პიელონეფრიტი ან საშარდეს კისტები აქვთ .
სამყაროში არ არსებობს დაავადება, რომლის დროს ფილტვები რაღაც დონზე დაზიანებული არ იყოს.
სიცოცხლისათვის , პერიოდულად უნდა გადაიმოწმოთ ფილტვის სტატუსი . ფილტვები სარკეა, მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის.თუ გამოცდილ ექიმს ფილტვის სრული აღქმა შეუძლია, ის მთელი სხეულის პათოლოგიურ პანორამას რეტროსპექტივაში ხედავს.
ძველი თაობების, განსაკუთრებულად გონიერ ადამიანებს, სტანდარტულად დანერგილი ჰქონდათ, წელიწადში რამდენიმეჯერ ფილტვების გადამოწმება გამოცდილ ექიმებთან.
ლიმფომის დროს ღეროვანი უჯრედების შექმნა დაკნინებულია. განსაკუთრებით, ლიმფომის ლატენტური, სახსროვანი ფორმის დროს ღეროვანი უჯრედები მკვეთრად იკლებს. რაც უფრო მცირდება ღეროვანი უჯრედები, მით უფრო კარგავს სიცოცხლის უნარს ორგანო და მთლიანად ადამიანი. დღეს მცოდნე ექიმებს შესაძლებლობა აქვთ ღეროვანის უჯრედების——სპეციფიკური ფერმენტების საშუალებით გამრავლების. რადგან, გადანერგილი ღეროვანი უჯრედები როცა მცირდება ,ორგანო ისევ უფუნქციო ხდება. ამის მაგალითები გვინახია. გადანერგვა კი არ არის გამოსავალი, არამედ ,რაც ქმნის ღეროვან უჯრედებს მისი სტიმულირებაა აუცილებელი. ანუ დეენემის სტიმულირება.გადანერგილი ღეროვანი უჯრედები ნასესხები სიცოცხლეა ,რომელი უჯრედებიც თანდათან გაქრება. ღეროვანი უჯრედების მატებას ფერმენტებით უკვე დიდი ხანია ვახდენთ.ეს არის ის, რაც სიცოცხლეს აშკარად უხანგრძლივებს ადამიანებს. ბიოქიმიის სპეც ფერმენტების მექანიზმების უცოდინარობა, კლასიკურ მედიცინასთან ძალიან შორს ყოფნაა.
ბერკიტის ლიმფომა———-არაჰოჩკინის ტიპისაა ანუ უფრო მძიმე.სტატისტიკურად, ის უფრო ხშირია პედიატრიულ ასაკში და ახალგაზრდებში.ახასიათებს უეცარი დაწყება და შეუძლია ზოგ ფორმას ყველა ლიმფურ წერტილში გავრცელება. უხშირესად, ბერკიტის ლიმფომას ახასიათებს———დაწყება მუცლის და მენჯის ლიმფური კვანძების გადიდებით. როცა რადიოლოგი ამ ადგილების ლიმფურ კვანძებს გამოკვეთავს ბავშვებში ან ახალგაზრდებში,სწრაფად იმოქმედეთ. ეს არ გაატაროთ, თორემ თუ ახლა იმუნიტეტმა ხელი შეუწყო და შეიწოვა, ზედა ასაკებში მაინც გამოვლინდება. ხშირად ვიმეორებ,არასოდეს ლიმფური კვანძი ,ერთი ან ნახევარი სანტიმეტრითაც არ გადიდდება, თუ ლიმფურ სისტემას უკიდურესად არ უჭირს. ბერკიტის ლიმფომას დროული და სწორი მკურნალობა თუ არ დაურჩა ,ის გადაინაცვლებს და ჩასახლდება———ელენთაში, ტონზილებში, კუნთში, სახსარში, კუჭ-ნაწლავში, თირკმლებში. ბერკიტის ლიმფომას თანამედროვე მედიცინა ყველაზე მეტად აკავშირებს ებშტეინ ბარის ვირუსთან. ამიტომ, გადატანილი ვითომანგინების დროს , რეალურად არსებული მონონუკლეოზები კოტროლზე უნდა ავიყვანოთ. ებშტეინ- ბარის ,ორგანიზმში დარჩენილ, მკვლელ და ბევრი სიმსივნის გამომწვევ ვირუსს უნდა ვუმკურნალოთ . აუცილებლად უნდა გავანეიტრალოთ. ებშტეინ-ბარის ვირუსთან ბრძოლა ,თითქმის, მოძრაობად მაქვს გამოცხადებული და მასზე უხშირესად ვსაუბრობ.მის გამანეიტრალებელ მედიკამენტების კომბინაციას დიდი ხანი ვამუშავებდი .ბუნებრივი ,ნატურალური მცენარეული წამლებია.
ბერკიტის ლიმფომის სპორადული ფორმები ბავშვებში უხშირესია და პროცენტულად დიდი რიცხვია.კერძოდ, არაჰოჩკინის ლიმფომების 40 პროცენტს შეადგენს.
ბავშვებში ბერკიტის ლიმფომების გამწვავების, ზოგი ტიპის გამოხატულება ასეთია ————-გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, სისუსტე. ხშირად ყოფილა ეს კვებით ინტოქსიკაციაში რომ ჩაუთვლიათ. ბავშვს აქვს იმუნიტეტი და ეს ამ ეტაპზე, მცირე დახმარებით —–ინფუზური თერაპიით გაწოვა .უფრო სწორად შეინახა.ყველა ასეთი კლინიკური სურათის დროს, საჭიროა ლიმფური ჯირკვლების სტატუსის გადამოწმება, რომ ფარული ან ღია ბერკიტის ლიმფომა გამოირიცხოს. ანუ ——-ბავშვებში ძლიერი კვებითი ინტოქსიკაციების კლინიკური სურათის დროს გადაამოწმეთ ლიმფური ჯირკვლები, რომ , თუნდაც მომავალში, ლიმფომის შესაძლო ვარიანტის არსებობა გამორიცხოთ.
ყველა კვებითი ინტოქსიკაციის მძიმე ფორმა————არ არის კვებითი ინტოქსიკაცია. არსებობს ამ ჩივილების ზუსტად იდენტური—- ლიმფომების გამწვავების ტიპები.
დღევანდელი დაჩქარებული და გახშირებული სიკვდილობის მიზეზებში——– ხშირია ლიმფომა ან თანარსებული ლიმფომა.რომელიც, ექიმს სამიზნეზე უნდა ჰყავდეს და მუდამ გამორიცხოს.რადგან ლიმფური ქსოვილი ზემგრძნობიარეა. ჩვენთან კი ,პირველადი ჯანდაცვა ყველგან არ არის ისეთ დონეზე ,რომ ეს დეტალები ზუსტად აკონტროლოს.
ბავშვებში ასეთი ძლიერი——–კვებითი ინტოქსიკაციების შემდეგ ,ლიმფური კვანძების გადაღება სტანდარტში უნდა შევიდეს ან ექიმმა ურჩიოს მშობლებს.
ვიმეორებ———ბერკიტის ლიმფომის დადასტურებაში მსოფლიო მედიცინამ ლიდერი მიზეზი გამოკვეთა—ებშტეინ ბარის ვირუსი. ჩემი, ყველა ასაკის პაციენტი ,თუნდაც მხოლოდ, რუტინული ანალიზები მოვითხოვო——-იღებს ებშტეინ ბარის ვირუსზე ანალიზს. სხვანაირად დღეს ჯანმრთელი ცხოვრება არ არსებობს .ეს არის სიმსივნეების აცილების გენიალური გზა. ყველა განვითარებულმა ექიმმა უნდა იცოდეს ებშტეინ ბარის ვირუსის დამარცხების სამეტაპიანი გზა.რომელიც დიდი წარმატებით ხორციელდება ,თუ მისი მექანიზმური ცოდნა აქვს ექიმს.
სტატისტიკით, სიმსივნეების ყველაზე დიდი პროცენტი ებშტეინ-ბარის ვირუსს მიეწერება.
ბავშვებში ბერკიტის ლიმფომას ახასიათებს —————-1-ძალიან ფერმკრთალი სახის კანი.ბავშვს უნდა ჰქონდეს სიცოცხლის ფერები სახეზე. თუ რომელიმე ღარიბ ოჯახში ასეთ ფერმკრთალ ბავშვს აღმოვაჩენთ, შესაძლებლობის მიხედვით მას პერიოდულად, საკვები უნდა მივაწოდოთ. დღეს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტს უკიდურესად უჭირს. მაგრამ,საშუალო შესაძლებლობის ოჯახებშიც კი რჩება გადასაყრელად , ყოველდღე იმდენი საკვები, ამ ბავშვს რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. ამაზე დიდი მორწმუნეობა, ლოცვა და ღვთის სამსახური არ არსებობს. სამყაროს მდგრადი კანონია——როგორც ჩადენილი ბოროტება, ისე გაკეთებული სიკეთე ,ადამიანს სხვა გზიდან, მაგრამ, აუცილებლად ასმაგად უბრუნდება . 2—დიდი რეაქცია უნდა გვქონდეს ბავშვის ცხვირიდან სისხლდენაზე, განსაკუთრებით, ღრძილებიდან სისხლდენაზე.ცხვირიდან სისხლდენა, ძირითადად, ღვიძლში ასკარიდას და მის მიერ დაზიანებულ კაპილარებს ახასიათებს. გამონაკლისია, ცხვირის კაპილარის ლოკალური დაზიანება.თუმცა მასაც ხშირად,იგივე ფონი აქვს.
ღრძილებიდან სისხლი უკიდურესად დაზიანებული სისხლძარღვების და განსაკუთრებით, დეფექტური კაპილარების დროსაა.
ღრძილებიდან სისხლდენა, თუნდაც ერთხელ და ბავშვობაში, მთელი სიცოცხლე ლიმფომის რისკია.
ბავშვთა სტომატიტები , ბეხჩეტის დაავადების და მომავალი ლიმფომის კონტროლზე აიყვანეთ. მიუხედავად კარგი მოვლისა, ჭუჭყიან ნივთს დაუბანელი ხელით, ყოველდღე, ყველა ბავშვი იდებს პირში, მაგრამ, სტომატიტი ყველას არ ემართება.
ზრდასრულებში ბევრი პურპურა მინახია , დაწყებული ღრძილებიდან სისხლდენით და უძლიერესი ჯანმრთელი კბილების სწრაფი მორყევით .
ასევე ბერკიტის ლიმფომას ბავშვებში ახასიათებს 3—-ტემპერატურა 4—-სუნთქვის უკმარისობა რაც ხშირად ასთმაში არევის მიზეზი ხდება.
ყველა ასთმიან ბავშვზე ლიმფომის ან ლიმფომის პერსპექტივის დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს. ასევე ზრდასრულებში.
არაჰოჩკინის ლიმფომის დროს ლიმფოციტები დეგრადირებულია და უზომოდ მრავლდებიან. ეს გაავებული და უსისტემოდ გამრავლებული ლიმფოციტები ლიმფურ კვანძებში ლოკალიზდებიან .ამიტომ მატულობს ზომაში ლიმფური კვანძი. ეს გადაგვარებული, ატიპური ლიმფოციტები დარბიან ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ამიტომ, სიმსივნე სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გაჩნდეს .არაჰოჩკინის უფრო რთული ლიმფომა, რომ არ გაიპაროს და დროზე ინახოს, ამისთვის დააკვირდით- ზრდასრულებში ——თუ მუცელი გადიდდება ,უპირველესად, ნუ დააბრალით ბევრ ჭამას ან სიმსუქნეს ან გაცხიმოვნებულ ღვიძლს. ეს მათ კი ახასიათებთ, მაგრამ, ჯერ ლიმფური კვანძები გადაამოწმეთ.
კუჭ-ნაწლავის გაქრონიკულებული ფორმების დროს გამორიცხე———-კუჭ-ნაწლავის ლიმფომა .ადამიანის გადარჩენა და დიდხანს სიცოცხლე ყოველთვის შეიძლება და ის ომეპრაზოლების ჯგუფის მოდიფიკაციების ყლაპვით ნაადრევად არ უნდა წავიდეს საფლავში. დაავადებების რეალური მიზეზები უნდა დადგინდეს.კუჭ-ნაწლავით ქრონიკულად შეწუხებულ ადამიანებში—— კუჭ-ნაწლავის ლიმფომის გამორიცხვა აუცილებელია .ადამიანები ზოგჯერ ადრე იმიტომ კვდებიან, რომ მათ არ იციან თავიანთი რეალური დიაგნოზები და შესაბამისად, არც მათი სწორი მკურნალობა ხდება.
თუ ლიმფომა ცენტრალურ ნერვულ სისტემაშია და ვერც წარმოიდგენთ ამის რამდენი შემთხვევაა, ამ დროს არის ——-თავის პერიოდული ტკივილი; გადაადგილების სიმყარე და თავდაჯერებულობა——- ხან შეუმჩნევლად ,ხან უფრო მკვეთარად შემცირებულია; მოტორული ჩავარდნებია——ხან ჭიქა გიტყდება, ხან ფეხი გეკეცება , ხან ყრდნობა სუსტია და სხვა .ასევე ამ დარღვევების ჯგუფშია კრუნჩხვები.
თუ არაჰოჩკინის ლიმფომა თიმუსშია და ძალიან გართულებულია——მაშინ ის ტრაქეას დააწვება და იქნება ხველა და სუნთქვის გაძნელება.ეს ხშირად რთულ ფილტვების ანთებაში ეშლებათ და ხდება ფილტვების ანთებაზე გაჩერება და არასაჭირო ანტიბიოტიკებით იმუნიტეტის დათრგუნვა .თუნდაც იყოს ფილტვების ანთება. ნებისმიერი რთული ფილტვების ანთების დროს, ევრო-ამერიკული სტანდარტით უნდა გამორიცხო არაჰოჩკინის ლიმფომა.კერძოდ, ტრაქეაზე ზემწოლი თიმუსის ლიმფომა.თუ ეს ვარიანტი გართულდა აუცილებლად მივა პროცესი——–ვენების ზეწოლაზე და დახშობაზე.ამ დროს თავი და ხელები სივდება.ეს ამის ყველაზე რთული ფორმაა.
შეიძლება ეს ყველაფერი ჩინურად გეჩვენებათ ,მაგრამ, ლიმფომით გარდაცვალება დღეს ამ ეპოქაში ძალიან ხშირია . ადამიანები ისე გარდაიცვალენ, თავისი დიაგნოზიც არ იცოდნენ. ფეხზე მოსიარულე ადამიანებში ბევრ შემთხვევაში ლიმფომა დაუფიქსირებელია. ეკონომიკურად უკიდურესი ცხოვრების გამო, არის ოჯახისთვის მებრძოლი ქალბატონების კატეგორია, რომლებიც ბევრ ჩივილს ითმენენ და ამ ჩივილებით მძიმე შრომას ეწევიან ან ოჯახში ან ევროპაში.ასეთების გარდაცვალება ახლობლებს უკვირთ, რადგან შესამჩნევი, მხოლოდ ან ჭარბი წონა ჰქონდათ ან პირიქით წონის კლება.
დავაკონკრეტებ არაჰოჩკინის ლიმფომის , უფრო მძიმე ფორმის გავრცელებულ სიმპტომებს——პერიოდული ტემპერატურა, ოფლი ღამე, პერიოდული ქავილი.
ზოგადად, ყველა ტიპის ლიმფომის სიმპტომებია—–ჯირკვლების გადიდება, კანზე წითელი ლაქები, კანის ქავილი, ტემპერატურა საღამოსკენ,ელენთის გადიდება,ღამე ოფლი, ხან გულის რევის შეგრძნება , კანის გაუხეშება.
ადენოიდებზე და ტონზილებზე არამიზნობრივი, გაუმართლებელი ჩარევა ხშირად მისულა ლიმფომებამდე.ბედნიერი შეგრძნება მეუფლება, როცა პაციენტი მეუბნება————- არ გამიკეთებია არც ადენოიდების და არც გლანდების ოპერაციაო.რა თქმა უნდა, თუ რეალური სასიცოცხლო ჩვენებაა —უნდა გაკეთდეს. მაგრამ, საჭიროებების სიზუსტე კიდევ უნდა გადაიხედოს .ადენოიდები—-ცხვირის ძგიდეს და ხახის კედელს შორის მდებარე ლიმფური ქსოვილია. გადიდებული ადენოიდი , ძალიან ხშირად ლიმფური სისტემის გასაჭირის მაცნეა. ამოკვეთამდე, მისი გადიდების მიზეზები უნდა დადგინდეს.
პრობლემური ადენოიდები ლიმფომასთან ხშირად არის ასოცირებული და მთავარი ტრამპლინია.
ისევ დავაკონკრეტებ არაჰოჩკინის ლიმფომის სხვა სიმპტომებს-1—-გადიდებლი ლიმფური კვანძები, 2——–მუცლის პერიოდული ტკივილი ან ზომაში გაზრდა 3–გულმკერდის პერიოდული ტკივილი, პერიოდული ხველა ან სუნთქვის გაძნელება.
თუ გადიდებულია———- ტონზილებიც, ადენოიდებიც, ლიმფური კვანძებიც,ელენეთაც და ღვიძლიც ეს უმძიმესი და დაგვიანებული ფორმაა არაჰოჩკინის.მაგრამ, საშველი ყოველთვის არის .
ფრთხილად———-არაჰოჯკინის ლიმფომის 35 ქვესახეობაა .თუ ექიმი ყველას კარგად იცნობს, გაურკვეველი დიაგნოზი არ არსებობს.
არაჰოჯკინის ლიმფომის იმუნური მიზეზი დეენემის პრობლემაა.ჯანმრთელ ადამიანს აქვს 46 ქრომოსომა.ლიმფომების დროს ქრომოსომების რაოდენობა მატულობს.
თუ ერთხელ მაინც სითხე გქონდა პლევრაში ან ფილტვების ანთება განმეორდა ,პირად ექიმს ლიმფომის გამორიცხვა მუდმივ სტარტზე უნდა ჰქონდეს.
როგორც ვთქვი ,აუტოიმუნურების ფონი ლიმფომების შანსებს ძალიან ზრდის.ებშტეინ ბარის ვირუსი , თითქმის, ბერკიტის ლიმფომის საკუთრება გახდა.
ჰელიკობაქტერია, არა მარტო კუჭის წყლულს იწვევს და აკნეს ააგრესიულებს, არამედ ლიმფომის უდიდესი რისკია. ასკარიდა, არა მარტო აკნეს და ჭინჭრის ციებას ააგრესიულებს არამედ ლიმფომის დიდი რისკია.
ლიმფომას აპროვოცირებს ასევე——ცე ჰეპატიტი, მცენარეულ საწამლავების არეალში და ვეტ აფთიაქებში ეკიპირების გარეშე მუშაობა.
ღამის ოფლზე უდიდესი რეაქცია გქონდეთ. დარღვეული ბიოქიმიური მექანიზმების გამოსწორებით მისი ლიკვიდირება შეიძლება .მიჰყევით მცოდნე ექიმებს.არ გაატაროთ გადიდებული ლიმფური კვანძები. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტ შფოთვას და ნერვიულობას იწვევს პაციენტების გადიდებული ლიმფური კვანძები. შესაბამისად, დროის კოლოსალური რაოდენობით ხარჯვას, მექანიზმების გაშიფრვის დროს მკურნალობის გამოყვანამდე.
ზოგი ადამიანი გარკვეული პერიოდი უძლებს ლიმფომას ,ზოგი კი მალე გარდაიცვლება ექიმის ეტაპამდე. დროული დაფიქსირებით ყველაფრის გაუმჯობესება და დიდხანს სიცოცხლე შეიძლება.
ლიმფური კომპლექსი იმუნური სისტემის ცეცხლოვანი ნაწილია. ლიმფურ სისხლძარღვებში გადის ლიმფა.ლიმფა დაატარებს ინფექციებთან მთავარ მებრძოლ——თეთრ უჯრედებს—–ლიმფოციტებს. ადამიანის სიცოცხლე ლიმფოციტების სიჯანსაღეზეა მთლიანად დამოკიდებული. ეს ბევრჯერ ავხსენი დეტალურად, როცა ტე და ბე ლიმფოციტებზე ვსაუბრობდი.
უეცარი სიკვდილი ლიმფოციტური კრიზია.
არ არის ლატენტური ინფექცია———-არ იქნება არანაირი კიბო. არის ლატენტური ინფექცია——-მატულობს ლიმფური კვანძი. მეტი რა სიგნალი მოგცეს სამყარომ.
განვასხვავოთ აკნე და კანის ლიმფომა.
ყველა პაციენტს——— აკნეთ, ლიმფომის ჭრილში მუდმივად განვიხილავ .
აკნე——————თმის ფოლიკულების და ცხიმოვანი ჯირკვლების ქრონიკული ანთებაა, თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის , ჰორმონული მოშლის, კერძოდ, უფრო მეტად, ანდროგენული გადახრების ფონზე;ასევე, კანის ფუნქციური უკმარისობის ფონზე მელანინის ცვლის ბოლომდე მოშლით,როცა უამრავი ნივთიერება აკლია ორგანო——— კანს . აკნეს დროს მიკრობული ბუმია ორგანიზმში და პრობიოტიკული ბალანსი ისეა გადახრილი, როგორც, თითქმის, სიმსივნეების დროს. აკნეს გაავებაში მთავარ როლში არიან ———————ასკარიდა, ებშტეინ ბარის ვირუსი, ჰელიკობაქტერია, ჰერპესი და ანდროგენების ცდომა. ხან ყველა მიზეზი ერთ ადამიანშია ერთად თავმოყრილი . ახალი გაავების ფონი ყოველთვის, ისედაც გადახრილი ჰორმონების კიდევ უფრო ცდომაა. ამიტომ , აკნეს გამწვავება, შეიძლება მენსტრუაციის წინა პერიოდს ხშირად დაემთხვეს . არასოდეს მორჩება აკნე, სანამ თირკმელზედა ჯირკვლის ყველა ჰორმონი ნორმაში არ ჩადგება და ფარისებრის ჯირკვალი არ გაუმჯობესდება, ღვიძლის გაჯანსაღების ფონზე. აკნეს დროს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გადახრების გამო ,დასუსტებულ ღვიძლს არ შეულია კანში შეაკავოს ის აუცილებელი ნივთიერებები, რომლებიც კანის ოქროს საუნჯე და მაცოცხლებელი არიან. აკნეს დროს მონაწილეობს აგრესული სოკოც. აკნეს დროს კანს 30 მდე —–კანის სასიცოცხლო ნივთიერება აკლია და აუცილებელი მჟავებიც.აკნეს დროს კანის კოლაგენის ურთულესი დარღვევაა. აკნეს მკურნალობის თავიდან ბოლომდე ჩაბარება კოსმეტოლოგისთვის, არ არის გონებრივად ადექვატური ქმედება. თუმცა კოსმეტოლოგს, ოღონდ რეალურად ექიმ კოსმეტოლოგს და არა მხოლოდ აბრას,თავისი ბოლო ეტაპები მაინც აქვს, მხოლოდ , პათოლოგიური პროცესის დამთავრების შემდეგ.
კანის ლიმფომა ——–თეთრი უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნეა.
აკნეს აქვს———ჩირქოვანი პუსტულები და ზედაპირული კვანძები, კომედონები. კომედონები ანუ ფერიმჭამელები ეწოდება გამონაყარს,რომლებიც კანის ფორების დახურვა-დახშობის შედეგად მიიღებიან. ისინი იქმნებიან—–კანის ბევრი ცხიმის და უამრავი მკვდარი უჯრედის დაგროვებით .კომედონი ანუ ფერიმჭამელა ორი ტიპისაა.1——ღია კომედონები ანუ შავი წერტილებია. ამ დროს ფორები ცოტაზე ღიაა და მასში არსებული ზედმეტი ცხიმი ჰაერზე იჟანგება და შავი ფერის ამიტომ ხდება.2—–დახშული კომედონები ანუ თეთრი წერტილები.ამ დროს ფორები მთლიანად დახშულია.შედეგად კი, კანზე ჩნდება პატარა ზომის თეთრი ან კანისფერი გამონაყარი.
კანის ლიმფომას აქვს———წითელი ქერცლოვანი ლაქები,მომაგრო კვანძები ან სიმსივნური ადგილები.
აკნეს დროს გამოკვეთილია ლოკალური ტკივილი და ცხიმიანი კანი.
კანის ლიმფომას აქვს ——-წონის დაქვეითება, ღამის ოფლი,ძლიერი ქავილი.მაგრამ, მაინც ხშირადაა აღწერილი დაშვებული შეცდომები ანუ კანის ლიმფომის ჩათვლა——— აკნეთ. ანუ როცა კანის ლიმფომა აკნე ეგონათ. ამიტომ, ნებისმიერი აკნეს დროს უნდა გამოვრიცხოთ კანის ლიმფომა . რადგან ,დაავადებები ყოველთვის არ მიდიან ჩივილების კლასიკური თაიგულით. ამას კოსმეტოლოგი ვერ გააკეთებს. ეს გამოცდილი ექიმის საქმეა.
თუ აკნე არასწორადაა ნამკურნალები ანუ მკურნალობაში არ არის გათვალისწინებული თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების პრობლემები და ანდროგენული გადახრები, მითუმეტეს ,მისი ურთულესი მიზეზების კუპირებისთვის არაფერი გაკეთებულა,შესაძლებელია კანის ლიმფომის ფონი შეიქმნას, თუ ლიმფური სისტემის უწიფრობაა.
კანის ტე უჯრედოვანი ლიმფომის სახეა ——-ფოლიკულოტროპული მიკოზის ფუნგოიდი . კანის ლიმფომის ზოგი ფორმა ხშირ შემთხვევაში ძალიან ჰგავს აკნეს. ხშირად მომხდარა შეცდომა ——-ლიმფომა იყო და ჩაითვალა მძიმე კისტოზურ აკნეთ. ანუ კანზე მტკივნეული კვანძები და კისტები ხშირად აკნე არ არის და კანის ლიმფომა არ უნდა გამოგვეპაროს. ამიტომ, აკნეს რეალური, სასიცოცხლო მკურნალობა მოიცავს, მთელი ორგანიზმის გაშიფრვას და რეგულირებას. მკურნალობის ამ ფონის გარეშე, რთული აკნე ვერ მორჩება. არ მორჩა აკნე? ეს ნიშნავს რომ ჰორმონული პროცესები ბოლომდე კომპენსირებული არ არის. გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არ არის ლიკვიდირებული .აკნე თერაპიული პროფილის დაავადებაა. თუ მას დერმატოლოგი მკურნალობს, აუცილებლად საჭიროა თერაპიული კონტროლი.
თუ ხანდაზმულს უჩნდება აკნე ,ძალიან მინიმალური შანსია , ეს კანის ლიმფომა არ იყოს.
როცა აკნე ღრმაა და ინფიცირებულია ,თან არასწორად ნამკურნალები, ლიმფური კვანძები განსაკუთრებით, სახის და კისრის—- დიდდება. თუ აკნე სამ კურსზე არ იკურნება ლიმფომა ისევ უნდა გამოვრიცხოთ.
აკნეს ჰაიდლაინს , ისევე როგორც სხვებს აუცილებლად სჭირდებათ, რბილად რომ ვთქვა ——-გადახედვა.მოძველებული მკურნალობების შეცვლაზე ამერიკის პრეზიდენტმაც კი ისაუბრა თავისი ინაუგურაციის დროს. ეს კი არა მისი, არამედ, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამედიცინო ექსპერტების აზრი იყო. განსაკუთრებული შენიშვნა მაქვს დეჰიდრატაციის პრეპარატზე. თანამედროვე მექანიზმების გათვალისწინებით——ის ან არ უნდა იყოს ან ნაკლებია საჭირო.დეჰიდრატაციის დროს ადამიანი მეტ სითხეს კარგავს ვიდრე იღებს.რაც ბოლომდე შლის მინერალების და მიკროლემენტების შეწოვის ხარისხს.შედეგად ბოლომდე მოიშლება უჯრედული რეაქციები.აკნეს დროს კი გამოკვეთილად არის კანის დეჰიდრატაცია ისედაც.რის გამოც გამოფიტული კანი ვერ შეიკავებს მინერალებს, რაც ხელს უწყობს რომ მიკრობული პროცესების ზიანი გაძლიერდეს.
ლიმფომის პროფილაქტიკა ში და მკურნალობაში მთავარია —-ლიმფის დეტოქსი.ლიმფის გაწმენდა უდრის მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას და აცილებულ სიმსივნეებს.რაც უფრო სუფთაა ლიმფა, მით მეტ წელს ცოცხლობს ადამიანი.
ლიმფა უნდა გაიწმინდოს მავნე ტოქსინებისგან და შლაკებისგან, რომლებიც თავისუფალ, სიმსივნის შემქმნელ რადიკალებს ამრავლებენ.ჩემი მკურნალობის ნებისმიერი კურსის მთავარი შემადგენელია, ლიმფის დეტოქსის მედიკამენტები,რომლებიც ინდივიდუალურადაა შერჩეული ყველასთვის.
ლიმფა სიცოცხლის მატარებელია. ის მუდმივად დადის და თან დაატარებს——-დაშლის პროდუქტებს, ნაგავ—–ნარჩენებს, ტოქსინებს, მავნე ნივთიერებებს, საწამლავებს. ჩამოთვლილებს აგროვებს ,რომ გამოიტანოს ორგანიზმიდან . მხოლოდ სუფთა ლიმფა აძლევს ადამიანს სიცოცხლის შესაძლებლობას . დაბინძურებული ლიმფის ფონზე ადამიანის სასიცოცხლო ბიოქიმიური რეაქციები და ფიზიოლოგია მოშლილად მიდის .სწორედ აქედან მიიღება——- ქრონიკული პროცესები, სიმსივნეები და ხანმოკლე ცხოვრება. ლიმფა——-ორგანიზმის ცოცხია . ლიმფური სისტემის სისუსტის დროს ლიმფა ვეღარ წმენდს ორგანიზმს. სუფთა ლიმფა ხელს უშლის ქსოვილებში სითხის დაგროვებას.ყველა შეშუპება ლიმფური ქსოვილის დეფექტია. თუ მაგალითად , ფეხები გიშუპდება, შენი ლიმფური სისტემა პრობლემებშია და ლიმფას ვეღარ გამოაქვს სისხლიდან ნარჩენები.რაც მთავარი ხელშემწყობია შეშუპებების.
ლიმფა, მარილის შემადგენლობით სისხლის პლაზმის იდენტურია. ადამიანი როცა ტერმინალურ მდგომარეობაშია ,მაშინ მისი საშველი სისხლის პლაზმის გადასხმაა .
ლიმფა არის ორგანიზმში, სისხლის პლაზმის იდენტური მუდმივი მორიგე, ადამიანის სიცოცხლის შესაკავებლად. სიცოცხლისათვის—–ის უნდა იყოს სუფთა.ამიტომ ,ლიმფას ესაჭიროება უდიდესი გაფრთხილება. ხარისხიანი , ნატურალური კვებით და ცხოვრების ადამიანური რეჟიმით. ლიმფის მთავარი ფუნქცია ———ტროფიკულია და გამწმენდი. ქსოვილის ტროფიკა თუ ჯანმრთელია, იმ ადამიანს არაფერი არ დაემართება და დიდხანს იცოცხლებს. თუ ექიმი ლიმფის დეტოქს თავიდანვე იწყებს , ნებისმიერი დაავადების დროს ის შედეგს უფრო მალე აღწევს. ლიმფის დეტოქსი პრევენციაა ნებისმიერი მძიმე დაავადების, სიმსივნეების, დიაბეტის ,ორგანოების დაზიანების. ხელოვნური ვიტამინებით გაზრდილ ქათამს რომ შეჭამ და ტრანსცხიმიან ღვეზელს, რომელსაც მარგარინის ყროლის სუნი ასდის, ლიმფა ვერ გაიწმინდება.
გაწმინდე ლიმფა და არ იქნება——- სიმსივნეები ,დაავადებები და ხანმოკლე ცხოვრება. ეს არის პირადი ექიმის მთავარი მოვალეობა.
ლიმფომის თანმხლები გართულებაა——-დეპრესია,შფოთი, უძილობა, ანემია. არასოდეს არ არის დეპრესია ან უძილობა ან შფოთი ——იზოლირებული ან მარტო ნევროზის განშტოება. დეპრესიის, ნევროზის ან შფოთის უკან , თუ ლიმფომა არა , მაინც სხვა ურთულესი დაავადებებია. თუნდაც, ისინი ათეული წლების შემდეგ განვითარდნენ და გამოჩნდნენ. ნევროზი, დეპრესია ან შფოთი უდიდესი სიგნალია, რომ მთელ სასიცოცხლო სისტემას ძალიან უჭირს. ნევროზის, დეპრესიის ან შფოთის დროს, თანამედროვე ევრო-ამერიკულ მედიცინაში ზუსტად არის დადგენილი რა ნივთიერებების დეფიციტია. ამიტომ, უკიდურესად დამზიანებელი მიდგომაა მწვავე პერიოდის შემდეგ, ანტიდეპრესანტების დიდხანს გაგრძელება . ეს უკვე ძალიან ჩამორჩენილი მიდგომაა. ნივთიერებები ,რომლებიც დეპრესიის ან შფოთვის ან ნევროზის დროს აკლიათ ადამიანებს, არიან დეენემის და გარეუჯრედული მატრიქსის მთავარი სასიცოცხლო ინგრედიენტები. მათი შევსება, არა მარტო ამ ჩივილებისგან გათავისუფლებაა, არამედ ხაგრძლივი სიცოცხლის საწინდარია,
ლიმფის დეტოქსი თუ არ მოხდება,არასოდეს, უძვირესი წამლებითაც ვერ აღდგება დაქვეითებული იმუნიტეტი და ვერ მოხდება სისხლის ნორმული სიბლანტის დაბრუნება ,რომლის დროსაც სასიკვდილო თრომბი არ არსებობს
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights