ზურაბ ჩხაიძე – სოფელი კვდება გურიაში და შველას ითხოვს!

სოფელი კვდება გურიაში და შველას ითხოვს!
ყოფილი ჩაის და ციტრუსის პლანტაციები გაუვალ ეკალბარდს დაუფარავს!
ყველგან ტურების გამაყრუებელი კივილი ისმის!
ფაროსანას და ამერიკული თეთრი პეპელას სანავარდოდაა ქცეული ერთ დროს სამოთხის მსგავსი სოფლები!
ნაცვლად დამოუკიდებელი,სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოსა მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ!
ერთი სიმღერა გამახსენდა ,,შავბნელი მონობის” დროიდან. ,,იქ სადაც ადრე ჩხაოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა!”
ჰოდა რა გვემღერება როცა ყველაფერი უკუღმაა, უკუღმა და სრულ დაქცევამდე ერთი ნაბიჯია!
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ყოფილი პარლამენტარი (1998-2002 წწ მოწვევის), ავთანდილ ზურა ჩხაიძე და საკუთარ სოფელში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს;
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights