„შესყიდვის ობიექტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოზურგეთში გარე განათების მონტაჟის სამუშაოები. წინადადებების მიღება დაიწყება 2 ოქტომბერს და დასრულდება 5 ოქტომბერს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 095 ლარს შეადგენს“ – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
სამუშაოების შესრულების ადგილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოზურგეთი.
დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარისხზე 2-წლიანი საგარანტიო ვადა გავრცელდება, რომელიც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან აითვლება.
„საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანება, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.








