საქართველოში არ ახალია: ლობიზმი, პროტექციონიზმი და კრონიზმი .
ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული მოვლენებია:
ლობიზმი — როდესაც კონკრეტული პირები, კომპანიები ან ინტერესთა ჯგუფები ცდილობენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ლობიზმი თავისთავად უკანონო არ არის, თუ იგი გამჭვირვალედ და კანონიერად ხორციელდება.
პროტექციონიზმი — სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი წარმოების ან ბიზნესის დაცვის პოლიტიკა უცხოური კონკურენციისგან, მაგალითად, იმპორტზე ტარიფების, კვოტების ან სხვა შეზღუდვების დაწესებით. ეკონომიკურ პოლიტიკაში ასეთი ზომები ზოგჯერ გამოიყენება კონკრეტული სექტორების მხარდასაჭერად.
კრონიზმი (cronyism) — როდესაც თანამდებობები, სახელმწიფო კონტრაქტები, პრივილეგიები ან სხვა სარგებელი ადამიანებს ეძლევათ პირადი, მეგობრული, პოლიტიკური ან საქმიანი კავშირების გამო, და არა გამჭვირვალე კონკურენციისა და დამსახურების საფუძველზე. მთავარი განსხვავება: ლობიზმი არის ინტერესების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მცდელობა; პროტექციონიზმი — ეკონომიკური პოლიტიკის კონკრეტული მიმართულება (თუმცა “ღრუზინული” მიდგომებით უკანონო კორუფციულ- მაფიური სქემების მამოძრავებელიცაა); კრონიზმი კი პირადი/ქსელური კავშირების საფუძველზე უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა








