ბექა მინდიაშვილი-ფარცხალაძე, სინამდვილეში ივანიშვილის პოლიტიკის საბოლოო მიზანია, – რუსულ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი

რუსეთისგან როგორც პოლიტიკური და კულტურული სივრცისგან დისტანცირება და ამ კუთხით ყველაზე დიდი გარდატეხა, საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მოხდა, – იმიტომ, რომ, უზარმზარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა მიზანმიმართულად ატარებდა საქართველოს რუსული იმპერიული სივრცისგან გამიჯვნის პოლიტიკას
– ამიტომ იყო, რომ სააკაშვილთან დაპირისპირებული თითქმის ყველა პოლიტიკოსი, – თუ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, თუ – თავდაცვის მინისტრი, – ეგრევე რუსეთზე იღებდა გეზს. ამიტომ იყო, რომ ვერცერთი მათგანი, რუსეთზე ღია აფილაციით, წარმატებას ვერ აღწევდა, რადგან რუსეთთან ურთიეთობა მხოლოდ და მხოლოდ ნაციოანალური მოძრაობის დროს იქცა უდიდეს პოლიტიკურ და კულტურულ სირცხვილად, ღალატად თუ ცუდ ტონად.
მეორე მხრივ, სწორედ ამ რეალურად განხორციელებული ტრანსფორმაციის გამო ვერ აღიქვამდა საზოგადოების უმრავლესობა რუსეთს, ბოლო პერიოდამდე, პოლიტიკურ საფრთხედ, ამიტომ ვერ წარმოედგინა უმრავლესობას, როგორ შეიძლებოდა ივანიშვილი ყოფილიყო უშუალოდ რუსული პროექტი და საქართველოში პოლიტიკური წარმატებისთვის მიეღწია. კარგად მახსოვს, რა არასერიოზულად აღიქვამდნენ მაშინ ასე თუ ისე ჭკუადამჯდარი ადამიანებიც კი რუსეთთან კავშირზე ლაპარაკს.
ახლა რომ ფარცხალაძის ქცევა წარმოუდგენელ რამედ მიგვაჩნია, ეგ სწორედ ნაცების პოლიტიკის დამსახურება და შედეგია, თორემ შევარდნაძის დროს პირდაპირ რუს გენერლებს გვინიშნავდნენ მინისტრებად და რუსეთი ბატონობდა აჭარაშიც, ჯავახეთშიც, მედიასივრცეშიც და ეკონომოკაშიც.
ეს დიდი ტრანსფორმაცია ნადგურება 2012 წლიდან. ფარცხალაძე, სინამდვილეში ივანიშვილის პოლიტიკის საბოლოო მიზანია, – რუსულ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი
წერს, ექსპერტი, ბექა მინდიაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე;
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights