ოზურგეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა 

ერთი ადამიანი დაიჭრა მსუბუქად ოზურგეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.

შეიარაღებული თავდასხმა, გუშინ წინ, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში, თავისუფლების  (კვირიკეთი-ყოფილი  ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კ.დ. მსუბუქად დაიჭრა, მოგვიანებით დაჭრილი ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის პოლიციიდან არაოფიციალურად გვაცნობეს.

მომხდარზე შსს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. უწყება ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს;

თვითმხილველთა ინფორმაციით, ინცინდენტისას ორმხრივი სროლები იყო, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა: თავდასხმის დროს ოჯახში, მსუბუქად დაჭრილის გარდა, სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ;

“გუშინ წინ, დაახლოებით 12 საათზე, ჩვენთან შემოიყვანეს მოქალაქე კახა დუმბაძე, რომელიც კლინიკაში 10-15 წუთი იმყოფებოდა, მას გაეწია დახმარება და შემდგომ ოზურგეთის პოლიციამ კლინიკიდან წაიყვანა, მას თხემის არეში აღენიშნებოდა ზალიან მცირე ზომის დაზიანება, შესაძლოა ჭრილობაც კი ვერ გვეწოდებინა, უფრო დაზიანება”

უთხრეს “გურიის მოამბეს” რედაქციას ოზურგეთის  “მედალფაში”;

როგორც გვეუბნებიან დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება;

ჯერ ჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუ რა გახდა შეიარაღებული თავდასხმის მიზეზი, დაჭრილი  კახა დუმბაძე, ქალაქ ქობულეთში მოქმედი – რესტორან “სანაპიროს” თანამშრომელია;

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights