ვლადიმერ მენაბდე: “ისიც კარგია რომ გვიჩივის და მისი კოლეგებივით ზონდერებით ან ქილერებით არ გველაპარაკება”

“ისიც კარგია რომ განათლების მინისტრი, ბატონი მიქანაძე სასამართლოში გვიჩივის და მისი კოლეგებივით, ზონდერებით ან ქილერებით არ გველაპარაკება”

აცხადებს, “გურიის მოამბეს” რედაქტორი, ვლადიმერ მენაბდე, ამავე გამოცემასთან, განათლების მინისტრის მიერ, მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის კომენტირებისას;

“თუ ცოდვაა, რომ მიქანაძე აგარაკს საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ანუ იმ ტერიტორიაზე აშენებს, სადაც ადრე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, და თვითონ ასე ფიქრობს, მაშინ ამ ცოდვას, განათლების მინისტრს ოზურგეთის რაიონული სასამართლო კი არა ადიდებული იორდანეც ვერ ჩამორეცხავს, ვერ ვხვდები რატომ უარყოფს მინისტრი იმას, რომ აგარაკს ბაღის ტერიტორიაზე აშენებს, სოფელში არსებული სკოლის გვერდით, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, ანუ სოფელში სადაც არც ბაღია და აღარც სკოლა არ ფუნქციონირებს,მიქანაძე აგარაკს აშენებს, საკუთარ აგარაკს, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის არ იყოს, რომელი მხრიდანც გინდა იმ მხრიდამ მიუდგს პატივცემული მინისტრი ეს ასეა, თუ ფიქრობს რომ ეს ცუდია, ეს კარგია, მაგრამ სიტუაციიდან გამოსვლის სხვა გზას უნდა მიმართოს, მოვუწოდებ ეს აგარაკი საჩუქრად გადასცეს სოფელს და იქ ბაღი გაიხსნას. აშკარად უკეთესი გამოსავალია ვიდრე სასამართლოში ჩივილი”

აცხადებს მენაბდე.

ცნობისათვის:

განათლების მინისტრი რეგიონალურ მედია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უჩივის, გივი მიქანაძე “გურიის მოამბესაგან” გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს, ასევე რედაქციისაგან მორალური ზიანის მიყენებისათვის 10 000 ლარს ითხოვს, ასევე საბაჟო გადასახადის 300 ლარის ანაზღაურებას.

“გურიის მოამბის” პარალელურად, განათლების მინისტრი მის რედაქტორს, ვლადიმერ მენაბდეს და ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, კახა ასკურავასაც უჩივის;

როგორც “გურიის მოამბესაგან” , ასევე ვლადიმერ მენაბდისაგან და კახა ასკურავასაგან, მიქანაძე 10 000-19 000 ლარ კომპენსაციას, მორალური ზიანისათვის და 300-300 ლარ საბაჟო გადასახადის გადახდის დაკისრებას ითხოვს;

ჯამში განათლების მინისტრი მოპასუხებისაგან 30 000 ლარს და 900 ლარს მოითხოვს.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სარჩელი განათლების მინისტრმა, მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, დღის 15 საათზე,  სამუშაო საათებში (თავისთავად), უშუალოდ თვითონ, შეიტანა და მას ფოსტით არ უსარგებლი;

ანუ მინისტრმა თავისი პირადი საქმე სამსახურეობრივზე მაღლა დააყენა და მას ფოსტისთვის ან საკუთარი წარმომადგენლისათვის მომსახურებისათვის არ მიუმართავს;

“ყურადღებას ვამახვილებთ გამოხატვის ფორმასა და საშუალებებზე, მასშტაბზე, შინაარსსა და კონტექსტზე, ინტენსივობა/არაერთგზისობაზე, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ მოპასუხეები განზრახ, ყველაფერს აკეთებენ მოპასუხე მხარის ღირსების და სქმიანი რეპუტაციის შესალახად და მათი მიზანია მოსარჩელე მხარის საზოგადოებაში უარყოფითად წარმოჩენა/საზოგადოების დადებითი განწყობის უარყოფითად ფორმირებაზე ზემოქმედება, დისკრედიტაცია”

ნათქვამია სარჩელში;

 

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights