უკრაინაში წარმოშობით ოზურგეთელი მებრძოლი ლაშა ბროლაძე დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს.

💬 „სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, – წერს ფარცვანია „ფეისბუკში“.

⭕ ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდანაა. მან განათლება სოფელ მერიის სკოლაში მიიღო.

💬 „უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, – დაწერა ამ სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ „ფეისბუკში“.

ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსეთის წინააღმდეგ ომში 90-მდე ქართველი დაიღუპა.

სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს.

გამომშვიდობება ხვალ 12 ოქტომბერს 11:00 საათზე კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან.. ტარას შევჩენკოს გმზირი #20

წერს ფარცვანია

“უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სულ”

დაწერა აკუთარ ფეისბუკ გვერდზე, სოფელ მრიის სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭამაძემ.

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights