ნოე სულაბერიძე და ვასილ ჩიგოგიძე ლანჩხუთში-ვასილ ჩიგოგიძე და მარინა ჩხარტიშვილი ოზურგეთში-სად მივყავავართ “საპატიო მოქალაქის” ლიანდაგს

ვინ და რატომ ხდებიან საპატიო მოქალაქეები? ლანჩხუთსა და ოზურგეთში ამ წოდების მინიჭებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა

კრიტიკა განსაკუთრებით თვალშისაცემი მას შემდეგ გახდა, რაც ამ დღეებში, ლანჩხუთის ხელისუფლებამ, საპატიო მოქალაქედ, “ქართული ოცნების” რეგიონული ლიდერი, ვასილ ჩიგოგიძე და ხელისუფლების მხარდამჭერი ტვ “იმედის’ ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე დაასახელა;

თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ვასილ ჩიგოგიძე ლანჩხუთელი სულაც არ არის და ჩოხატაურელია, მისი დასახელება ქალაქში, სადაც თუ ობიექტურად მიუდგები ამ საკითხს, უამრავი ადამიანი შეიძლება გამოარჩიო, მაგალითად საყოველთაოდ, ხალხის მიერ სამოქალაქო გმირობად არიარებული ლანჩხუთელ ქალ ფეხბურთელთა საქციელი და მისი არაჩვეულებრივი კაპიტანი ნინო ჩხარტიშვილი;

ხოფერიების, უკვე “მეომართა დინასტიის”, უკრაინაში სახელოვანი მებრძოლი, არჩილ ხოფერია

ანაც შესაძლოა ხალხს მოუსმინო-ვნახოთ რას წერს ლაბჩხუთელი ემიგრანტი მიხეილ სარჯველაძე:

“35 წელი გავიდა ბოროტების იმპერიის ჩამოშლიდან, თუმცა რადგან ქვეყანა “ქართულ ოცნებას” აქტიურად გადაჰყავს ავტორიტარიზმის რელსებზე, ზოგიერთი მავნე ტრადიცია (ზემდგომისთვის სიამოვნების მინიჭება) გრძელდება. სხვა შემთხვევაში ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე პარლამენტში მდუმარებით გამორჩეული დელეგატი კი არა (შესაძლოა მდუმარების აღთქმა აქვს დადებული და არ ვიცით), არჩილ ხოფერია გახდებოდა… ადამიანი რომელმაც მისთვის ყველაზე ძვირფასი ხალხი დაკარგა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია და ბოროტების იმპერიას ებრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის”;

იგივე პრობლემებია ოზურგეთში, სადაც საპატიო მოქალაქეები არიან მარინა ჩხარტიშვილი, ვანო ჩხარტიშვილის და და იგივე ვასილ ჩიგოგიძე;

სამაგიეროდ არავის არ გახსენებია, მაგალითისათვის, ელგუჯა ხინთიბიძე, ირაკლი მახარაძე და სხვა უამრავი ოზურგეთელი, რომლებმაც მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კულტურის, ხელოვნების, მედიცინის, სპორტის და სხვა სფეროების განვითარებაში;

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights