რისი დამსახურებაა თქვენი აზრით, რატო ლაპარაკობს ასე კობახიძე, ივანიშვილისგან მოდის თუ პარტიაში გადაეყვიტეს, რომ ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ? – ამ კითხვით მიმართა მერაბ მეტრეველმა საკუთარ გადაცემაში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს.
“ჩემი აზრი ასეთია, რაც მგონია რომ რეალობასთან ძალიან ახლოსაა, მასაც და სხვებსაც ესმით პოლიტიკური დონ კარლეონესგან ასეთი დამოკიდებულებები, მის ფრაზეოლოგიებში, რეპლიკებში, მერე მოდიან და ასე ასრულებენ. ანუ ისინი თვლიან რომ მათი ასეთი დამოკიდებულება შეესაბამება მათი ბოსის განწყობებს და ამიტომ დარწმუნებულებჯ არიან რომ ამას შენიშვნას არ მიიღებენ, მეტიც შესაძლოა შექებაც მიიღონ.
ანუ ივანიშვილის განწყობები დასავლეთის მიმართ შეიცვალა. როდესაც ივანიშვილი პრემიერობიდან მიდიოდა, ერთი ძალიან კარგი ბოთლი ღვინო გახსნა, ვისხრდით ოთხნი: ახლადარჩეული პრეზიდენტი მარგველაშვილი, ახლადდანიშნილი პრემიერი – ღარიბაშვილი, მე – პარლამენტის თავმჯდომარე და მიმავალი ივანიშვილი. პირველი შეისვა, ქვეყნის წარმატების და ასე შემდეგ. მეორეზე კი დაგვარიგა, მამაშვილურად თუ როგორც იტყვიან,მთავარი მისი სათქმელი იყო რომ არავითარ შემთხვევაში ამერიკელებმა და ევროპელებმა რომელიმე თქვენგანი არ გამოგიჭიროთ ორმაგ თამაშშიო. ანუ არ დაკარგოთ მათი ნდობა, ეგ იქნება დასასრულიო”, -განაცხადა უსუფაშვილმა.
alia.ge
მსგავსი სტატიები:
ტყე ივანიშვილის მეგობრისთვის- “ოცნების” მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ბუნებაც აღმოჩნდა
“აუ ბიჯო რა იკადრა…დავაი დავაი დეიძარი”-როგორ უთვალთვალებდა პატრული ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს
გია ბუღაძე-ივანიშვილი ახლა ძველ “ქოცებს” იზიდავს თავისკენ
ლაგუნა, თუ ბიძინას წუმპე – ბექა ყორშიას დაუჯერებელი გასეირნება “ლაგუნა ვერეზე”
“მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას…დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ”- მიხეილ სააკაშვილი
ეს მითების და ბოროტი ლეგენდების ხელისუფლება ეს-ჟორჟოლიანი
წინასაარჩევნოდ, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა ტრაქტორებით გადათხარეს,მას შემდეგ, ადგილზე არც ტრაქტორები გამოჩენილა-სააკაშვილი ოზურგეთის აქციაზე
„აა, უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით ხომ?“ – სააკაშვილი გამსახურდიაზე
