ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა ოქტომბერ-ნოემბერში ბირთვული გამოცდები ჩაატაროს

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული სადაზვერვო სამსახური (NRS) აცხადებს,  რომ ჩრდილოეთ კორეა  სავარაუდოდ, 16 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ბირთვულ ტესტებს განახორციელებს.

ამის შესახებ ოთხშაბათს სააგენტო Yonhap-ი დეპუტატზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც სპეცსამსახურების დახურულ ბრიფინგში მონაწილეობდა.

სამხრეთ კორეის დაზვერვის თანახმად, ფუნგერის ბირთვული საცდელი პოლიგონის მესამე გვირაბში სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიზარდა ფხენიანი ბირთვული ექსპერიმენტის ჩატარების ალბათობა.

 

Verified by MonsterInsights