ქედაში სახლს ქვის ლოდი დაეცა

“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით,  ძლიერი წვიმის შედეგადი ქედაში,  სოფელ ზედა-ბზუბზუში ქვის ლოდი ფერდობიდან ჩამოვარდა და ღოღობერიძეების  საცხოვრებელ სახლს დაეცა.

შემთხვევა გუშინ დილით მოხდა, როცა ოჯახის  წევრები სახლში იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.   ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს.

Verified by MonsterInsights