ადვოკატი გოჩა გორდელაძე , მოულოდნელად, დღეს, ოზურგეთის მედალფას კლინიკაში გარდაიცვალა.
გუშინ, ერთ ერთ სასამართლო სხდომაზე, სხდომათა დარბაზში გახდა შეუძლოდ, რის გამოც მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა, თავად ბატონი გოჩა კი, სასამართლოდან, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაემგზავრა.
წუხელ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა მივიდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გოჩა გორდელაძე საადვოკატო საქმიანობას ბოლო წლებში ეწეოდა.
გასული საუკუნის 80 იან წლებში ის ეროვნული მოძრაობის აქტივისტი და ოზურგეთში “სახალხო ფრონტის” დამფუძნებელი იყო.
90 იან წლებში სხვადასხვა არჩევნების დროს, იყო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
მოგვიანებით, “ვარდების რევოლუციის” მხარდამჭერი და მონაწილე.
შემდგომში კი ოპოზიციის აქტივისტი.
“გურიის მოამბე” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.