გურიის მოამბე

“ვგმობთ “ოცნების” მხრიდან აგრესიულ რიტორიკას ფიშერის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას” – გერმანიის საგარეო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ ფიშერის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, გერმანიის საგარეო კატეგორიულად გმობს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას.

”ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით,” – აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში პეტერ ფიშერი, დღეს, დაიბარეს. უწყების განმარტებით, მათ გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის პატივისცემაზე მიუთითეს და “რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობაზე” შეშფოთება გამოთქვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights