”რაც ამ მთავრობამ გაუკეთა ეკლესიას და პირადად პატრიარქს არცერთ [ხელისუფლებას] არ გაუკეთებია” – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ილია მეორეზე იერიში მაშინ მიიტანა, როცა თავადაც ნდობის მაღალი რეიტინგი ჰქონდა, თუმცა ყველა გამოკითხვით ხალხი მაინც ილია მეორეს ენდობოდა:
“გაიხსენეთ რეები გაუკეთეს პატრიარქს?! ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინამ [ივანიშვილმა] თქვა, რომ პატრიარქსაც ეშლება. ეს მაშინ თქვა, როცა თავად რეიტინგის მიხედვით მაღალ მდგომარეობაში იყო, თუმცა პატრიარქი მასზე მაღლა იმყოფებოდა და ხალხი პატრიარქს უფრო ენდობოდა. ეს ვერ აიტანა [ივანიშვილმა] და ამხელა რეიტინგზე მყოფი კაცი, რომელიც მთელ მთავრობას მართავ იტყვი, რომ პატრიარქს ეშლება და ჩვენ შეგვიძლია მას არ დავუჯეროთ, ეს იყო მესიჯი მთავრობაში მყოფი ადამიანებისთვის, რომ პატრიარქს არ დაუჯერონ”- თქვა არქიმანდრიტმა.