გურიის მოამბე

“რეჟიმი”, “რუსული რეჟიმი” – როგორ პასუხობენ სასულიერო პირები ქადაგებების ცენზურის დაკანონების მცდელობას

მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში დაბარების შემდეგ, ამბიონიდან რუსული რეჟიმის კრიტიკა ისევ ისმის. მამა დოროთე ყურაშვილის შემდეგ სხვა სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც საკვირაო ქადაგებებზე “ოცნების” ხელისუფლება და რუსეთი გააკრიტიკეს. ტაძრებში დღეს ხშირად ისმოდა სიტყვები – „რეჟიმი“ და „რუსული რეჟიმი“.

მამა დოროთემ, რომელიც თავად რეპრესიების მოლოდინშია, ქადაგებაში აღნიშნა: „ვინც რუსეთის აგრესიაზე დუმს, ავტომატურად მტრის მხარეს დგას“.

„შაბათის ეთერის“ მიერ გასაჯაროვებული სკანდალური აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული სასულიერო პირებისთვის პრობლემა გახდა როგორც 300-დღიანი პროტესტის, ასევე სინდისის პატიმრების ღია მხარდაჭერა.

თეოლოგები მიიჩნევენ, რომ მამა დოროთეს წინააღმდეგ დაწყებული დაშინებისა და მუქარის კამპანია, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება – შეაჩერონ და გააჩუმონ ერთი, რათა სხვებიც არ ალაპარაკდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights