გურიის მოამბე

პიეტრო დელა ვალე – გურიისა და სამეგრელოს სამთავროების ურთიერთობა პოლონეთთან

კახა ჩავლეშვილი
„ოდიშის და გურიის მთავრებს, აქვსთ სამთავროები შავის ზღვის პირათ და ამიტომ მათ უფრო მიწვდებიან თურქის ჯარები. მაგრამ სამაგიეროდ ეს მდგომარეობა მათთვის ძლიერ სასარგებლოდაც ჰრჩება. იმათ დიდი ვაჭრობა აქვთ კოსტანტინეპოლთან და მთელ საბერძნეთთან აბრეშუმისა და სხვა რამეებისა. იგინი აღიარებენ, რომ არავითარ ზარალს არ ჰხედავენ იმაში, როგორც მათ აქვსთ მეგობრობა და დამოკიდებულება თურქებთან, რომ სიმშვიდე და მოსვენებული ცხოვრება უნდა იყიდონ საჩუქრებითა და მუდამის მორჩილებითა; რადგანაც თურქებს მაინც არ აძლევენ ნებას, რომ შემოვიდნენ იმათ ქვეყნებში არამც თუ საბრძანებლად არამედ ჯარების სხვაგან გასატარებლადაც.
.
თითქმის იქამდე დაიცვეს საკუთარი თავისუილება, რომ პოლშის ყაზახებს (casachi), რომელნიც სცხოვრებენ დნეპრის შავს ზღვასთან შესართავზე, დიდის სიყვარულით იღებენ თავიანთ ქვეყნებში, როგორც ქრისტიანებს, თუმც იგინი არიან თურქების დიდი მტრები და დიდს ზარალს აძლევდნენ და აძლევენ ეხლაც მათ.
.
გარდა ამისა, როგორც მე გავიგონე, ეს ორნი ხალხნი ემოყვრებიან ერთმანეთს; თვითონ პოლშის ხელმწიფეს, როგორც ამბობენ, აქვს ამ მთავრებთან მეგობრობა და მიწერ-მოწერა. ხშირად ერთ ქვეყნიდგან მეორეში დადიან სავაჭრო ხომალდები.
.
ამ გარემოებას შეიძლება დიდი შედეგი შედეგი ქართველებისათვის, რადგანაც ყაზახები დღეს შავის ზღვის ბატონები არიან და ბევრად ძლიერნი: პოლშის ხელმწიფეს შეუძლიან კიდევ ამ გზით, რომელიც ძლიერ მოკლეა, დიდად დაეხმაროს ქართველებს ყოველ გაჭირვებაში, რომელსაც მათ მიაყენებენ ან სპარსელები, ან თურქები. ქართველებს თავის მხრით შეუძლიანთ მათის ნავსადგურებით და უსაშიშო თავშესაფარ ადგილებით, რომელნიც აქვსთ ზღვის ნაპირებზე, დიდად დაეხმარონ ყაზახებს მათ საქმეებში. ამით ქართველები ჩვენებისათვისაც ძლიერ გამოსადეგნი იქმნებიან, თუ ჩვენ ოდესმე დიდი რამ საქმე დავიწყეთ ზღვით ან ხმელეთით, ოსმალეთისა და განსაკუთრებით კოსტანტინოპოლის წინააღმდეგ.“
.
ფრაგმენტი – „მოგზაურის პიეტრო დელლავალლეს მოხსენება საქართველოზედ პაპი ურბანუს მერვესადმი, 1627 წ.“ ივერია 1879 წელი #3
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights