
დღისწესრიგიდან არ მოხსნილა დიდი სიშორის რაკეტების საკითხიც – ვაშინგტონი განიხილავს უკრაინისთვის Tomahawk-ის და Barracuda-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების, ასევე სხვა ამერიკული წარმოების სახმელეთო და საჰაერო ბაზირების შეტევითი რაკეტების მიწოდებას, რომელთა მოქმედების რადიუსიც 800 კილომეტრზე მეტია. ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, რუსეთის ისეთ ობიექტებსაც დაარტყას, რომლებიც მოსკოვის სიღრმეშიც მდებარეობს.