გურიის მოამბე

“ქართულ ოცნებას“ “ქართული კოშმარი“ PACE-შიც უწოდეს

“ქართულ ოცნებას“ “ქართული კოშმარი“ PACE-შიც უწოდეს – როგორც სახალხო პარტიის წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე გადაუდებელი დებატების დროს განაცხადა,“ საქართველოში სიტუაცია მნიშვნელოვნად შემაშფოთებელია“.

“პოლიტიკური ზეწოლა, ეს არ არის ევროპული გზა, ეს არის ქართული კოშმარი, რომელსაც აქვს კრემლის სტრატეგიის გავლენა“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ის რომ ქვეყანაში თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაშია, „ეს არის ავტორიტარიზმი, რომელსაც ივანიშვილის ლიდერობით გვაჩვენებენ.“

სიტუაცია საქართველში შემაშფოთებელია. პოლიტიკური ზეწოლა არ არის ევროპული გზა, ეს არის კოშმარი რომელსაც აქვს კრემლის გავლენა. თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაშია, ეს არის ავტორიტარიზმი, რომელსაც ივანიშვილის ლიდერობით გვაჩვენებენ. ქართველ ხალხს სურს დემოკრატია და კანონის უზენაესობა.  სამოქალალაქო საზოგადოება უპრეცედენტო წნეხის ქვეშ არის. ევროსაბჭომ და ასამბლეამ უნდა დაიცვას მათი უფლებები. საქართველო არ არის ევროპის გეოგრაფიული ცენტრი, მაგრამ ხალხს აქვს სურვილი იცხოვრონ ევროპულ ქვეყანაში და დაცული იყოს მათი უფლებები. ეს არის სასწრაფოდ საჭირო ქმედება. პოლიტიკური დევნა უნდა შეჩერდეს, მედიის თავისუფლება უნდა იყოს გარანტირებული. უნდა გამოიძიონ პოლიციის ქმედებები, საჭიროა ქმედება ევროპიდანაც,  – განაცხადა გუსტავ გოტბერმიმ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე გადაუდებელი დებატები იმართება.
საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლები წარმოადგენენ რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა საქართველოში“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights