გურიის მოამბე

ყოფილი სახალხო დამცველი განმარტავს, რატომ არ ენდობა სუს-ის განცხადებას

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სუს-თან მანიპულაციებში შეყოლას არ აპირებს, რადგან ის მათ განცხადებას არ ენდობა.

ლომჯარიას თქმით, ციხეში მომხდარი შემთხვევების შესახებ ვიდეოჩანაწერების მოპოვება, თითქმის, შეუძლებელია, რადგან ის მარტივად ქრება.

უამრავი მსგავსი შემთხვევა, რომ თითქოს, იშლებოდა ჩანაწერი და არ ინახებოდა,- ამბობს ლომჯარია „რეაქაციაში“.

ჩვენ სახალხო დამცველობის დროსაც ვსაუბრობდით, რომ არიან პრივილეგირებული პატიმრები, თუ ციხის ადმინისტრაციას სჭირდება, ისინი დადიან თავისუფლად დახურულ დაწესებულებებშიც. რეალურად თვითონვე თქვეს, რომ შესაძლოა, გაქრეს ჩანაწერები და ამ დროს ჩვენ თუ რამე გვჭირდებოდა, არ არის. სოსო გოგაშვილიც ჰყვებოდა გარკვეულ ინციდენტზე, რომელიც ციხეში შეემთხვა და მერე აღმოჩნდა, რომ ეს ჩანაწერები არ არსებობს. უამრავი მსგავსი შემთხვევა, რომ თითქოს, იშლებოდა ჩანაწერი და არ ინახებოდა და ახლა თვითონვე ამბობენ, რომ შესაძლოა წაიშალოს. ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე ამბავია, თუმცა, მე არ შევყვებოდი ამ მანიპულაციებში, რადგან ჩემთვის სუს-ის განცხადებები აპრიორი არასანდოა,- ამბობს ნინო ლომჯარია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights