გურიის მოამბე

გურიანთლების და შემოქმედლების ლელო

გურიანთლების და შემოქმედლების ლელო
.
1937 წლის გაზეთი სოვესტსკი სპორტი წერდა – „„ლელო“ რაგბის მსგავსი ქართული ხალხური თამაშია. ხშირად ორი სოფლის მოსახლეობა ეჯიბრება ერთამენთს „ლელოს“ თამაშში ნეიტრალურ ტერიტორიაზე. თამაშის დროს თითოეული სოფლის გუნდი ცდილობს ბურთის დაუფლებას და წინასწარ მისთვის განსაზღვრულ ადგილამდე მიტანას. მოთამაშეებისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს არც მდინარე, არც კლდე და არც ტყე.
.
ტრადიციულად, „ლელოს“ თამაშს იწყებს ადამიანი, რომელიც ხალხის საყოველთაო ნდობით სარგებლობს. ის დგება მოედნის ცენტრში და ააგდებს ბურთს, რის შემდეგაც ორივე გუნდი ცდილობს ბურთის დაუფლებასა და მის დანიშნულების ადგილამდე მიტანას.
.
ცოტა ხნის წინ „ლელოს“ თამაშში გურიანთის კოლმეურნეობის 100 კოლმეურნე დაუპირისპირდა „შემოქმედის” კომეურნეობის 100 კოლმეურნეს, თამაში შედგა აეროდრომის ტერიტორიაზე. ახლომდებარე სოფლებიდან 3000-ზე მეტი კოლმეურნე ესწრებოდა ამ მომხიბვლელ სანახაობას.“
.
P.S. თამაში როგორ დამთავრდა აღარ წერია
.
Советский Спорт, 1937, выпуск №59

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights