ორი ოქრო და ოთხი ვერცხლი მძლეოსნებისგან საერთაშორისო ტურნირიდან!
10 -11 ოქტომბერს ქ . ახალციხეში მძლეოსნობაში თენგიზ ჯიშკარიანის სახელობის ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მძლეოსანთა სექციის ნაკრებმა გუნდმა.
ოზურგეთელმა მძლეოსნებმა შინ ორი ოქრო და ოთხი ვერცხლი წამოიღეს.
🥇
ანა მგელაძე – ბირთვის კვრა – 4კგ – შედეგი 10 მეტრი 07 სმ
გიორგი Პაკელიანი – ბირთვის კვრა 7 კგ – შედეგი 14 მ 30 სმ
🥈
გიორგი პაკელიანი ( დიდები) ბადროს ტყორცნა – 2კგ – შედეგი – 39 მ 98 სმ
ელენე Ძიძიგური – ბირთვის კვრა (დიდები) 4კგ – შედეგი – 9 მ 55 სმ
ელენე Ძიძიგური – შუბის ტყორცნა
Მჭედლიშვილი ბექა – შუბის ტყორცნა ( შუბი800გრ) შედეგი – 25 მ 98 სმ
👏 Ასევე ტურნირზე კარგად იასპარეზეს პატარა Მძლეოსნებმა : მარიამ ერქომაიშვილმა, გვანცა თავდიშვილმა, ანამარია ცერცვაძემ და თავიანთი შედეგები გაიუმჯობესეს.
✅️ მძლეოსანთა Გუნდი შეჯიბრებისთვის მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.