გურიის მოამბე

ციხეები პატიმრებს ვეღარ იტევს – მსჯავრდებულების რაოდენობით “ოცნებამ” რეკორდი მოხსნა

ციხეები პატიმრებს ვეღარ იტევს – საქართველოს მასშტაბით სამ დიდ პენიტენციურ დაწესებულებაში იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ეს კანონით არის განსაზღვრული. საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ გლდანის ციხეში ნებადართულზე 418-ით მეტი პატიმარია. დადგენილ ლიმიტს 251-ით აჭარბებს პატიმრების რაოდენობა ქსნის დაწესებულებაში, 111-ით დაშვებულ ნორმაზე მეტი პატიმარი იხდის სასჯელს ქუთაისის ციხეშიც.

2015 წლის შემდეგ პატიმრები რაოდენობამ ციხეებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბოლო რვა თვეში 17%-ით გაიზარდა პატიმრების რაოდენობა, რაც ყოფილი სახალხო დამცველისთვის “ოცნების” გამოცხადებული რეპრესიების დადასტურებაა.

რა პრაქტიკა აქვს “ქართული ოცნების” სასამართლოს და საგამოძიებო უწყებებს? – ადვოკატები ყვებიან, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო ხშირ შემთხვევაში პატიმრობას იყენებს და ალტერნატიული საშუალებები, როგორიცაა გირაო, პასპორტის ჩამორთმევა ან სამეთვალყურეო სამაჯურის გამოყენება იშვიათად ხდება. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც.

ციხეების გადავსებას პატიმრებთან უკვე ზაფხულის პერიოდში არ მალავდნენ ციხის თანამშრომლებიც – როდესაც გაუსაძლისი სიცხე იყო და გაგრილების სისტემები ვერ უმკლავდებოდა მაღალ ტემპერატურას – სინდისის ყოფილი პატიმარი იხსენებს, რომ თავად ციხის ადმინისტრაცია საუბრობდა პატიმართა გაზრდილ რაოდენობაზე.

პენიტენციურმა სამსხურმა, დღეს, ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ ქვეყნის სამ ციხეში იმაზე მეტი პატიმარი ვიდრე ეს არის დაშვებული, თუმცა ამტკიცებენ, რომ ამით პატიმრების უფლებრივი მდგომაროება არ გაუარესებულა. “ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ რომ, თავს ხალხი ძალით აჭერინებს რომ შემდეგ ამის გამო “ქართული ოცნება” აკრიტიკონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights