ესპანელი ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი ამორე აცხადებს, რომ არ ეთანხმება იმ ვერსიას, რომელსაც ევროკავშირს „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის მოვლენებზე აწვდის. მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული ინციდენტი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, რათა მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია მოეხდინათ.
ის მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ყურადღებით დააკვირდნენ დეტალებს, რომლებიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დადგმული სცენარის ნაწილია.
ევროდეპუტატების მძიმე ბრალდებებზე შინაგან საქმეთა მინისტრს სათქმელი არაფერი აქვს. რატომ იყო მიტივებული სასახლის ეზო და იქ არც პოლიცია და არც სპეცრაზმის არ გამოჩნდა, ვიდრე ღობე არ გადავარდა – ამ კითხვას გელა გელაძე უბრალოდ ვერ პასუხობს.