გურიის მოამბე

თამაზ თამაზაშვილი ამბობს, რომ სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს ვერ უკავშირდება

🟥ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი აცხადებს, რომ სიძეს ვერ უკავშირდება.

🟥მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გიორგი ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

🟥ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თამაზ თამაზაშვილს TV პირველი დაუკავშირდა.

როგორც ღარიბაშვილის სიმამრი ამბობს, პირადად მასთან ჩხრეკა არ ყოფილა.

💬„არ ვიცი, ჩემთან არავინ არ ყოფილა [ჩხრეკა]. მე სტუმრები მყავდა, ვიქეიფე და გავაცილე. არ მისაუბრია [დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან]. არ დამირეკია, იმიტომ, რომ ვერ ვუკავშირდები“, – განუცხადა თამაზ თამაზაშვილმა TV პირველს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights