“ყველაფერი სცოდნია ბიბისის: სახელები, გვარები, მძოლების და ოპერატორებისაც კი, არა მხოლოდ იმათი ვინც ბრძანებას გასცემდა, არამედ ვინც ხსნიდა ნივთიერებებს. “მძღოლები, ოპერატორები, ზემდგომი პირები”… ბიბისი-ს იურისტებს ფილმის ეთერში გასვლამდე ჰქონდათ გავლილი საკითხი ჰააგის იურისტებთან და იმ იურისტებმა უთხრეს საქმე ჰქონდათ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთანო.”
წერს ჟურნალისტი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე.
“რა ვიგრძენი მე, როდესაც BBC-სთან ვმუშაობდი ამ პროცესთან დაკავშირებით – მე ვიგრძენი, რომ ისინი მონაყოლს ან ვინმეს გაგებულს არ თანხმდებიან. მათ არ აქვთ სურვილი, ასეთ ადამიანებთან ითანამშრომლონ, ვინაიდან, არაერთხელ განმიმარტეს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება დადგეს უამრავი ადამიანის პასუხისმგებლობა ამ ფილმთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა გვქონდეს მტკიცე მტკიცებულებები, რომელიც ურყევი იქნება აღნიშნული ფაქტის მოსაყვანად. ეს იყო დიდი ხნის პროცესი, თუ არ ვცდები, დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში მიდიოდა. მე ვეძებდი ამ მტკიცებულებებს, და, სხვათა შორის, როგორც კი მიხვდნენ, რომ იქ ჩემი სახელი იყო ნახსენები და მე ვიყავი ჩათრეული, დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მაღალი თანამდებობის პირები და გამოკითხვები დაუწყეს ჩემზე და მათ დაუდასტურეს, რომ სამწუხაროდ, ეგ არის ის ადამიანი, ვისაც მიუწვდებოდა ხელი ამ აღნიშნულ ქიმიურ ნივთიერებებთან. ეს არის ის ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, მოიპოვებდა მისი არსებობის მტკიცებულებას… ამიტომაც ვეღარ დამალეს უკვე ის პროცესი, რაც უკვე გაშვებული იყო. აქედან გამომდინარე, ამ ხნის განმავლობაში, თუ რა მტკიცებულებები აქვს BBC-ის, მე ამას სამწუხაროდ ვერ გეტყვით…[…] მე არ ვარ ერთადერთი წყარო… არ მინდა ისეთი რაღაცებიც ვილაპარაკო, რომელიც, დავუშვათ, შემდეგ მათ რამენაირად შეიძლება არ მოეწონოთ, ამიტომ, მე იმას ვიტყვი, რაც მე თვითონ ვნახე და მე გადამხდა. იყო ასეთი სიტუაცია – ამ მუშაობის პროცესში ხშირად მეკონტაქტებოდნენ, მაჩვენებდნენ ადამიანების სიებს, მე არ ვასახელებ მათ იმიტომ, რომ ცოტა სხვანაირი შეხედულება მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, მსახურობენ და ა.შ. არ მინდა, ეს უხეშად გამომივიდეს, მაგრამ როგორც ჩემი ყოფილი კოლეგები, არ მინდა მათი სახელების და გვარების დასახელება. მაჩვენეს ყველა იმ ადამიანის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართები, ვისაც კი შეხება ჰქონდა აღნიშნულ პროცესთან. მე არ ვგულისხმობ დარბევის პროცესს, მე ვგულისხმობ ავტომობილ ტომასს… მძღოლებიც კი, ოპერატორებიც. ხელმძღვანელი პირები და ა.შ. იერარქიულად ზემოთ, ჰქონდათ აბსოლუტურად […] და მე მთხოვეს, რომ დამედასტურებინა ამ ადამიანების ავთენტურობა, ნამდვილობა. შესაბამისად, ჩვენ გქონდა ამაზე გარკვეული შეთანხმებები… ამის შემდეგ კიდევ ჩამოვიდნენ ჩემთან, უკვე ჩამოიყვანეს იურისტები და კერძო საუბარში როდესაც უკვე ეს დამტკიცებული იყო, უკვე ეს ფილმი მთავრდებოდა და შემატყობინეს, რომ ძალიან მალე გავიდოდა, მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ იურისტმა, მე როგორი შთაბეჭდილებაც დამრჩა, მას უკვე გავლილი აქვს კონსულტაცია თავის იურისტებთან, საუბრის დროს მითხრა ასეთი რაღაც, რომ ეს იცოდნენ მათ რა საშინელ სითხესაც იყენებდნენ, ქიმიურ შენაერთს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს თუ არ იცოდნენ, ეს იყო ექსპერიმენტი, ეს არის გაცილებით საშიში დანაშაული კაცობრიობის წინაშე ჩადენილი, ვიდრე ის, რომ ეს მოხდა მიზანმიმართულად… მითხრეს – არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ჰააგის სასამართლოში გამოგიძახებენ მოწმედ” |თქვა გდდ-ის შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ლაშა შერგელაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში და BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა








