გურიის მოამბე

ჩოხატაურში გარდაიცვალა ორსული რომელიც მეხუთე შვილს ელოდებოდა

ჩოხატაურის ყოფილი მერი, ირაკლი კუჭავა, მიიჩნევს, რომ ქალბატონის, რომელიც მეხუთე შვილზე იყო ორსულად, გარდაცვალება, დიდ წილად, ჩოხატაურში, სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურების არ არსებობამ განაპირობა
“ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალბატონის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება. თვითმმართველობა უძლურია კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სფეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი.
ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს”
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ჩოხატაურის ყოფილი მერი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა.

ინფორმაციისთვის, ფეხმძიმე ქალი, ლოლიტა პაპავა ჩოხატაურში გუშინ გარდაიცვალა.

ოჯახი მეხუთე შვილს ელოდებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights