გურიის მოამბე

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი უკრაინელებმა ხმელთაშუა ზღვაში მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს ხმელთაშუა ზღვაში: ხომალდზე, გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, ГРУ-ს გენერალი, ანდრეი ავერიანოვი, რომელიც პუტინის უახლოეს პირად ითვლება — რუსული მედია
ასევე იტყობინებიან, რომ ბორტზე მისი მოადგილეებიც იმყოფებოდნენ. ჯამში დაშავდა 7 ადამიანი, ორი კი დაიღუპა.
🎯წინასწარი მონაცემებით, დარტყმა შესაძლოა განხორციელებულიყო დრონებით, რომლებიც საზღვაო უპილოტო აპარატებიდან (БЕК) გაუშვეს.
➡️ ანდრეი ავერიანოვი — რუსული დაზვერვის გენერალია. მას მიაწერენ პასუხისმგებლობას სხვადასხვა ქვეყნებში ჯაშუშობაზე, საბოტაჟზე, აფეთქებებსა და ევროკავშირში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაზე. ასევე, სავარაუდოდ, სწორედ მან ააფეთქა პრიგოჟინის თვითმფრინავი და მოწამლა სკრიპალები ბრიტანეთში.
🟥 თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება უპრეცედენტო ოპერაცია რამდენიმე მიზეზის გამო:
🔹 ლოკაცია: ხმელთაშუა ზღვა (უკრაინიდან საკმაოდ შორს).
🔹 ტექნოლოგია: საზღვაო დრონებიდან საჰაერო დრონების გაშვება , რაც რთული ტექნიკური ამოცანაა.
✅სამიზნე: ავერიანოვი, ГРУ-ს ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული და გავლენიანი ფიგურაა, რომელიც პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ აფრიკაში რუსული ინტერესების კურირებასაც ითავსებდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights