
FINANCIAL TIMES-ის ცნობით, პენტაგონი და სპარსეთის ყურის ქვეყნები უკრაინული დრონ-გადამჭერების შეძენას გეგმავენ —![]()
უკრაინამ შეიმუშავა იაფი, სერიული წარმოების დრონ-გამანადგურებლები, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათასი დოლარია. ეს მნიშვნელოვნად იაფია „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემათა რაკეტებზე (დაახლოებით $3,5 მლნ), რომლებითაც არაბული ქვეყნების საჰაერო ძალები ამჟამად „შაჰიდებს“ (ღირებულება $30 ათასი) ანადგურებენ.
ირანის ხელთ არსებული დრონების უზარმაზარი მარაგების გამო, ქვეყნები თავდაცვის უფრო ეკონომიურ გზებს ეძებენ.








