ხარიტონ ჩხატარაშვილი
სასიხარულო ინფორმაცია იტალიიდან!
საბა ლექვინაძემ წარმატებით გაიარა იტალიის საფეხბურთო კლუბ Footballl Club Intenacionale აკადემის მიერ შეთავაზებული სათამაშო და სავარჯიშო
ტესტები,მოაგვარა ყველა დოკუმენტაცია და კლუბის სრულ უფლებიანი წევრი გახდა
ტესტები,მოაგვარა ყველა დოკუმენტაცია და კლუბის სრულ უფლებიანი წევრი გახდამწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონი კლუბის ლეგენდა ჯუზეპე ბერგომი
გილოცავ საბა ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს წარმატებები!
ოზურგეთელი 16 წლის საბა ლექვინაძე საფეხბურთო კლუბ მილანის “ინტერის” აკადემიაში ჩაირიცხა.
საბა ლექვინაძე 15.02.2009
დავდამსხმელი
ფეხბურთის თამაში დაიწყო ოზურგეთში 12 წლის ასაკში საფეხბურთო კლუბ “მერცხალში” დავით სურგულაძესთან
“საბას ისეთი თვისებები აქვს რაც მას უნიკალურობას სძენს,ის თავის ასაკში ნიჭიერი ფეხბურთელია,ასეთი ნიჭის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელები რამოდენიმე თაობაში ერთხელ იბადებიან”
საბა ლექვინაძის პროგრესი საფეხბურთო კლუბ მილანის “ინტერის” აკადემიაში ერთგვარი სარკეა ქართული ფეხბურთის იმ ახალი ტალღისა,რომელიც ბოლო წლებში წამოვიდა, მადლობა მილანის “ინტერის” აკადემის ხელმძღვანელობას განსაკუთრებით საბას მწვრთნელს ცნობილ იტალიელ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონს ჯუზეპე ბერგომის, რომელმაც ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელს, სწორედ ასეთ გარემოში იზრდებიან და ყალიბდებიან მოთამაშეები, რომლებიც მომავალში ეროვნულ ნაკრებში ბუნებრივად ინტეგრირდებიან.საბას თამაშის სტილი ემყარება შრომას,დისციპლინას,მიზანსწრაფვას და გამარჯვების რწმენას!
საბას წარმატებაში დიდად დაეხმარა თავისი ოჯახის დიდმა სიყვარულმა ფეხბურთის მიმართ, მამა ლაშა ლექვინაძე ყველანაირად ხელს უწყობდა საფეხბურთო კარიერის მიმავალ რთულ გზაზე,მისი შემართება და ძალისხმევა მიმართული იყო საბას განვითარებისკენ და სრულყოფილებისკენ.
დედა მაკა შაფაქიძე ემიგრაციაშია ქ.მილანში,დედის სითბომ და დიდმა სიყვარულმა დამატებითი სტიმული მისცა საბას წარმატებით ჩაებარებინა ის საფეხბურთო ტესტები და გამოცდები რომელიც “ინტერის” აკადემიამ შესთავაზა.
გილოცავ საბა ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, მე,ყოველთვის მჯეროდა შენი და მჯერავს , რომ შენი შრომით და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით კიდე ბევრს მიაღწევ, ვამაყობ შენით და შენთან გატარებული წლებით.








