გურიის მოამბე

ჩოხატაურში დღეს პროკურატურამ მოსახლეობის მასობრივი დაკითხვები დაიწყო

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, დღეს, ჩოხატაურის პოლიციის შენობაში, ადგილობრივთა მასიური დაკითხვები დაიწყო.

როგორც “გურიის მოამბეს” ადგილიდან გვატყობინებენ, იკითხება ყველა მოქალაქე-ვისი საცხოვრებელი სახლიც – სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ – სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით დაიხურა.

სალიკვიდაციო კომისიის ხელმძღვანელი, ჩოხატაურის მერის მაშინდელი მოადგილე, მაია კუტუბიძე იყო, ხოლო მერი, აწ უკვე-პოლიციელის ცემაში ეჭვმიტანილი და წინასწარპატიმრობაში მყოფი-დავით შარაშიძე.

აქვე აღანიშნავია, რომ ამ საქმეზე, შარაშიძის სასამართლო პროცესი, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ხვალ გაიმართება.

პროკურატურამ, დღეს, ათზე მეტი მოქალაქე დაკითხა, დაკითხვები ხვალაც გაგრძელდება და შესაძლოა გამოძიებამ ადგილზე კვირაზე მეტ ხანს დაჰყოს, რადგან ამ თანხების ფარგლებში, ჩოხატაურში რამდენიმე ათეული სახლია დახურული.

წყაროს ცნობით, გამოძიება ეჭვობს, რომ, ხშირ შემთხვევაში, ისეთი პიროვნებების სახლების გადახურვა მოხდა, რომლებიც დადგენილ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights