გურიის მოამბე

სახელმწიფო აუდიტი – ოზურგეთის მერიამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

“გურიის მოამბე” აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოზურგეთის მერიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გამოქვეყნებული, ოფიციალური ანგარიშის ბეჭდვას

მუნიციპალიტეტმა 2022 წელს შეისყიდა საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა რეაბილიტაციისთვის, მათ შორის, 231.2 ათასი ლარის ღირებულების დოკუმენტაციით განსაზღვრული ობიექტებისათვის მერიას შესყიდვები არ დაუგეგმავს. აღნიშნული პროექტებით გათვალისწინებული იყო 12,829.2 ათასი ლარის სავარაუდო ღირებულების საავტომობილო გზების, სასმელი წყლის სისტემის, საცხოვრებელი სახლების ფასადების, საჯარო სკოლის რეაბილიტაციის და სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, პროექტების გამოუყენებლობის მიზეზია არასაკმარისი ფინანსური რესურსი. აღნიშნული პოზიციით მუნიციპალიტეტი
ადასტურებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის ეტაპი ხორციელდება ხარვეზებით. კერძოდ, მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ეტაპზე
უნდა განესაზღვრა პროექტის რეალური საჭიროება, სავარაუდო ღირებულება, დაფინანსების წყარო და მხოლოდ ამის შემდეგ განეხორციელებინა საპროექტო
დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს საანგარიშო პერიოდში გააჩნდა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი და
შეეძლო პროექტების ნაწილის განხორციელება.

გარდა ამისა არსებობს რისკი, რომ დროთა განმავლობაში საქონლის საბაზრო ღირებულებისა და, შესაბამისად, ერთეული ფასების ცვლილების გამო,
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გახდეს მოქმედ ფასებთან შეუსაბამო და კორექტირებისათვის საბიუჯეტო თანხები დამატებით დაიხარჯოს.

დასკვნა

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში არსებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს.

მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებში სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ
ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. მათ შორის, შეისწავლოს პროექტის
პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული
მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად დასრულებას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას.

საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები

კრიტერიუმი:

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლების მიერ სატენდერო მოთხოვნებისა და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.

მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები, მათ შორის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის შესახებ, ითვალისწინებს ხარისხიანი პროდუქტის მიწოდების ვალდებულებას, ხოლო ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

ფაქტობრივი გარემოება:

2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული ობიექტების სავარაუდო ღირებულებასა და სამშენებლო სამუშაოების შემადგენლობას განსაზღვრავდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოყენებით. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა აღნიშნული პროექტებით შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობა. გამოვლინდა, რომ შესყიდული დოკუმენტაციის ნაწილი შეიცავდა ისეთ ხარვეზებს, რომლებიც პროექტის ავტორს უნდა განესაზღვრა

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

გაიზარდა სანიაღვრე არხების და გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოს მოცულობები; პროექტით გათვალისწინებული არ იყო გზის სიგანე, რის გამოც მონოლითური რკინა ბეტონის ფილები შეიცვალა ანაკრებით; ფეხით მოსიარულეთა და ავტოტრანსპოტის მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდისათვის ხარჯთაღრიცხვიდან ამოღებულ იქნა ბეტონის კიუვეტის მოწყობის სამუშაო; საჭირო გახდა საფუძვლის სუსტი გრუნტების გაძლიერება; არსებული არხის გაგრძელებაზე შეიცვალა გოფრირებული მილების დიამეტრი და სიგრძე; სანიაღვრე არხიდან გამოსული წყალი აზიანებდა კერძო პირის მიწის ნაკვეთს; გზის ერთ მონაკვეთზე ხდებოდა გრუნტის ჩამოშლა და იქმნებოდა მეწყერული პროცესების განვითარების საფრთხე, გამომდინარე აქედან საჭირო გახდა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა, ხოლო მოძრაობის უსაფრთხოებისათვის ბეტონის ზღუდარების მოწყობა და სხვ. გადახურვის სამუშაოებში პროექტით გათვალისწინებული ნახაზები და ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამებოდა ერთმანეთს.
8 შემთხვევაში. შპს „ზაისი და კომპანია“, შპს „ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინი“. ორ შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაცია მერიას გადასცეს საჩუქრად.

ხარჯთაღრიცხვაში არსებული იატაკის მოწყობის, შენობის გადახურვის და ფასადის მოპირკეთების სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რეალურად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობებისგან.. გამორჩენილი იყო შენობის პირველი სართულის ხის იატაკის და ამორტიზებული რკინაბეტონის გადახურვის დემონტაჟი. დაემატა ბალასტის, ბეტონის იატაკის მოწყობის სამუშაოები. პროექტით განსაზღვრული რადიატორების დაყენების შემთხვევაში შეუძლებელი ხდებოდა კარის გაღება, ამიტომ დაკორექტირდა მოსაწყობი რადიატორების პარამეტრები. პროექტში არსებული სანათების დაყენების შემთხვევაში, უნდა ამოჭრილიყო ჭერზე არსებული რკინის კონსტრუქცია, რაც ამცირებდა ჭერის სიმყარეს და ა.შ. დაემატა პოლიეთილენის მილის მონტაჟი დ-75 მმ-იანი, სიგრძით 291 მ; შეიცვალა დ-110 მმ-იანი, დ-63 მმ-იანი, დ-40 მმ-იანი და დ-32 მმ-იანი ჰიდრავლიკური მილების სიგრძე და სხვ; ასევე წყლის რეზერვუარის მოწყობა დაგეგმილი იყო კერძო პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
შეიცვალა ტერიტორიის კოორდინატები, სადაც უნდა შესრულებულიყო სამუშაოები. დოკუმენტაციის შედგენის ეტაპზე ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს აღმოეჩინათ მიღება-ჩაბარების დროს. შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხელშეკრულებებში ცვლილებები20 შედიოდა
სისტემატურად. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში21 საექსპერტო ორგანიზაციებს22 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებზე გაცემული
აქვთ დადებითი დასკვნები. ხარვეზები გამოვლინდა 25.4 ათასი ლარის ღირებულების 10 საპროექტო დოკუმენტაციაში. შედეგად, 5,266.9 ათასი ლარის
ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისას, ხელშეკრულებებში24 შევიდა 18 ცვლილება და დასრულების ვადები გაიზარდა
235 დღით, მაგალითად:
2023 წლის 27 მარტს მუნიციპალიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება25 სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად დაზიანებული სოფლის ადმინისტრაციული
შენობის აღდგენის სამუშაოების შესყიდვისათვის ღირებულებით − 683.3 ათასი ლარი. სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ საპროექტო
დოკუმენტაცია შეიცავდა ხარვეზებს და საჭირო გახდა მისი კორექტირება. პროექტს დაემატა რიგი სამუშაოები და გაიზარდა დასრულების ვადა (24
დღით). მერიას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესყიდული27 აქვს შპს „თამარისგან“, ხოლო პროექტზე დადებითი დასკვნა აქვს გაცემული საექსპერტო ორგანიზაციას − შპს „ზაისი და კომპანიას“;
2022 წლის 30 სექტემბერს მერიამ გააფორმა ხელშეკრულება28 ნატანების მე-12 ბრიგადაში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის სამუშაოების
შესყიდვისთვის, ღირებულებით − 427.0 ათასი ლარი. პროექტს აღენიშნებოდა ხარვეზები.29 შესაბამისად, პროექტი დაკორექტირდა,30 ხოლო სამუშაოების
დასრულების ვადა 235 დღით გაიზარდა. აღნიშნული პროექტი მერიას გადმოეცა საჩუქრად. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია მიღებული პროექტის ექსპერტიზა, მისი ხარისხის დადგენის გარეშე გამოაცხადა ტენდერი და დაგეგმა სამუშაოების განხორციელება. დასკვნა
მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შეძენილი საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ხარვეზებით ჩაბარებული პროექტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და მშენებლობის დასრულებაზე. მიუხედავად ამისა, მერიას საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მიმართ სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights