გურიის მოამბე

“ვინც გაგვიყიდა გარეჯი ვინც საყდრისი აგვიფეთქა…” ბიძინა ივანიშვილს “ოცნების” დამფუძნებელმა ლექსი მიუძღვნა

2011 წელს “ქართული ოცნების” ერთ ერთმა დამფუძნებელმა, ტიტე ბაქანიძემ, პარტიის მაშინდელ და დღეს მოქმედ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ლექსი მიუძღვნა, რომელსაც გტავაზობთ სრულად:

“ვინც გაგვიყიდა გარეჯი

ვინც საყდრისი აგვიფეთქა

ვინაც ქრისტე უარჰყო და

თავზე რქები გაიკეთა…

უპოვართ პური მოჰპარა

ბავშვებს ჩაუძვრა საჭმელში

წყალს საწამლავი ურია

და ქართველს ასხა სახეში…

ვინც ქართველს ცილი დასწამა

სახეს ტალახი ესროლა

ვინც მტერს დაუდგა მოახლედ

იმის ნაცვლად რომ ებრძოლა…

ვინაც ღმერთის გზა უარჰყო

კელაპტარს უნთებს ეშმასა

ჯერ ხალხი გაასამართლებს

პასუხს ვერ გასცემს ღმერთსაცა…”

ტიტე ბაქანიძე; 7 აპრილი; 2026;

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights