მიმდინარე წელს, გურიაში შემავალმა სამივე მუნიციპალიტეტმა, შესაბამის სათვალთვალო და მოსასმენი ვიდეოთვალების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა და რამდენიმე დღეა, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურიის მერიის შენობებში, საკუთარი თანამშრომლების ტოტალური თვალთვალი და მოსმენები მიმდინარეობს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ჩოხატაურის მერიის თანამშრომლებმა აცნობეს.
მათივე თქმით, ამ ეტაპზე ვიდეოთვალები და ხმის ჩამწერი აპარატები მხოლოდ – შენობის – დერეფნებშია დამონტაჟებული, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხანში ეს აპარატები სამსახურეობრივ კაბინეტებშიც დამონტაჟდება:
“ჩოხატაურის მუნიციპალური საკრებულოს ზოგიერთი წევრი ისე აღშფოთებულა ჩოხატაურის მერიის შენობის მესამე სართულზე, სადაც საკრებულოა განთავსებული, კამერების დამონტაჟებით, რომ მერიისთვის მიუმართავთ – ეს არ გააკეთოთო – მერიას გაკვირებია რატომო? რატომ და ერთი ფუნქციაღა შეგვრჩა, დავდივართ ყოველ დღე თქვენთან ამბის ჩამოსატანათ და აგიც დაგვეკარგება აწიო”
გვიყვება ერთ ერთი საჯარო მოხელე;
მერიის თანამშრომლის წერილიდან: “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ელექტრონული აღრიცხვის .და კამერების შესყიდვაზე . ოი საოცრება და ეს კამერები დერეფნებში დაყენეს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხმის ჩაწერის ფუნქციაც აქვს. უკვე ისეთ დღეში არიან, მოსამართლის განჩინებაც არ სჭირდებათ მის თანამშრომლებს რო უსმინონ
მალე ოთახებშიც დაგვიყენებენ
ასე არ ენდობით თანამშრომლებს
რო დერეფნებში რას ლაპარაკობენ ისიც უნდა იცოდეთ? მარა გასაკვირი არაფერია – შენ თანამშრომლებს პროკურატურა პროკურატურა რო არბენინებ რა გასაკვირია .
საკრებულოს ზოგიერთი თანამშრომელი ისეა აღშფოთებული, რომ, არ დაყენოთ მესამე სართულზე კამერებიო – შეუთვალეს მერს. მერიას გაკვირებია – რატომო? რატომ და ქე დავდივართ ყოველ დღე თქვენთან ამბის ჩამოსატანათ და აგი ფუნქციაც დაგვეკარგება აწიო ![]()
![]()
ვაი საწყალო ჩოხატაურო! ასეთი ნაცებს არ უკადრებიათ ისე სხვათაშორის (რო გაიძახით არა ნაცებსო ) კაია მასე გაგრძელეთ.
ისე მართლა უნდა იცოდეთ რას ფიქრობს თქვენზე მერიის და საკრებულოს თანამშრომლები თქვენზე, მერე შეიძლება პაწა თავი შეიკავოთ და არ გაბოროტდეთ თქვენივე თანამშრომლებზე . ![]()
![]()
არაუშავს გარეთ ილაპარაკებენ ![]()
იმედია მალე ჩოხატაური დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს” გვწერს გულდაწყვეტილი საჯარო მოხელე







