ოზურგეთის ექს ვიცე მერს და ამჟამად, მუნიციპალური საკრებულოს რიგითი დეპუტატს, ნათია გოლიაძეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, ხვალ აირჩევენ;
როგორც “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერიიდან გვატყობინებენ, ამის შესახებ გადაწყვეტილება, მმართველმა პარტიამ უკვე მიიღო;
ნათია გოლიაძე, მერის მოვალეობის შემსრულებლის, გია ანთაძის ახლო გარემოცვაა, თალაკვაძის მერობის პერიოდში ანთაძეს, რომელიც დასუფთავების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ეს უკანასკნელი ლობირებდა და აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნაც (“არჩევა”), ანთაძის ჩარევის შემდეგ გადაწყდა;
გოლიაძე ამ თანამდებობაზე ტატა ბარამიძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც სადეპუტატო უფებამოსილების გაგრძელებაზე უარი განაცხადა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს ბიურომ უკვე იმსჯელა და ბიუროს სხდომამ, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე ასახა.
საკრებულოში, ნათია გოლიაძის დანიშვნა, რედაქციას არ დაუდასტურეს, თუმცა არც უარყოფას ჰქონია ადგილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, 11 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება








