აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა “ლინდსი გრემის 2026 წლის რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ კანონი”

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 262 მომხრე და 159 წინააღმდეგ ხმით დაამტკიცა “ლინდსი გრემის 2026 წლის რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ კანონი”, რის შემდეგაც კანონპროექტი წინ მიიწევს (სენატის მიერ ადრე მიღებული დასტურის შემდეგ).
🟥 კანონპროექტი დამატებით სანქციებს აწესებს რუსეთსა და ირანზე და მოიცავს დებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს 100%-მდე ტარიფების დაწესებას იმ გარკვეულ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ. წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა ჩატარდა სენატის შესწორებებთან (H.R. 5334) შეთანხმების მიზნით.
🔺 დოკუმენტი ახლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა მისი ხელმოწერისთვის.
🔹სანქციების დეტალური ჩამონათვალი:
შეზღუდვები რუსი ჩინოვნიკების, ოლიგარქების, ბანკების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგეტიკის წინააღმდეგ:
დარტყმა რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტზე”;
რუსეთში ამერიკული ინვესტიციების აკრძალვა;
500%-მდე საბაჟო გადასახადი (ტარიფი) რუსულ საქონელზე;
100%-მდე საბაჟო გადასახადი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ;
ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.
✍️დარჩენილია მხოლოდ ტრამპის ხელმოწერა…. თუ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის წინა მრავალგზის გამოცდილების ფონზე ექსპერტები განიხილავენ მოვლენათა განვითარების 3 ვარიანტს—-
1. ტრამპი არ დაამტკიცებს კანონპროექტს და ამის შესახებ გადაწყვეტილება პუტინთან სატელეფონო ზარის შემდეგ მიიღება- რასაც ესკალაციის თავიდან არიდებას დაარქმევს
2. განუსაზღვრელი ვადით გადადებს მის დამტკიცებას;

3. ხელს მოაწერს, თუმცა 100%-იან საბაჟო გადასახადს არც ერთ იმ სახელმწიფოს რეალურად არ დაუწესებს, რომელიც რუსეთისგან ნავთობს, თუ გაზს ყიდულობს…

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი:
📌 “2026 წლის „ლინდსი გრემის რუსეთისა და ირანის სანქცირების აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში მიღებით, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელები მაქსიმალურ ზეწოლას ახდენენ ვლადიმერ პუტინსა და რუსულ სამხედრო მანქანაზე.
ეს კანონპროექტი აძლიერებს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მთავრობის, მისი ფინანსური ინსტიტუტებისა და იმ უცხოური მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ იაფი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვითა და კრემლისთვის სხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში ხელშეწყობით.”
📌 “ძალიან დიდხანს აფინანსებდა პუტინი ამ სასტიკ ომს იმ ქვეყნების ფულითა და რესურსებით, რომლებიც მზად იყვნენ ამისთვის თვალი დაეხუჭათ და დღეს ეს სრულდება.
ეს კანონპროექტი აგზავნის ამერიკული ერთიანობის ძლიერ სიგნალს და ადმინისტრაციას აძლევს ყველა ინსტრუმენტს, რათა ხელი შეუწყოს ამ ომის სამართლიან დასრულებას და ჩვენ ვამაყობთ, რომ მას პრეზიდენტს ხელმოსაწერად ვუგზავნით.”
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights