ქართველი საფეხბურთო ქალი არბიტრი, მზეკო შარაშენიძე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სამ მატჩს მოემსახურება – ხვალ უელს ლუქსემბურგთან იმსაჯებს, 28 ში ჩრდილოეთ მაკედონია-ლუქსემბურგს, ხოლო 31 ში ჩრდილოეთ მაკედონია-უელსის თამაშს მოემსახურება;
2027 წლის ევროპის ქალ 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდს თბილისი უმასპინძლებს;
თბილისში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთმანეთს 4 ქვეყნის – საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, უელსისა და ლუქსემბურდის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდება;
ტურნირს სხვა ქვეყნის არბიტრებთან ერთად ქართველი ქალი არბიტრები, ოზურგეთელი მზეკო შარაშენიძე და სოფიკო რიჟამაძე მოემსახურებიან;
მზეკო შარაშენიძე ფიფას მესამე კატეგორიის მსაჯია და წლებია საქართველოს პირველობის მეორე და მესამე ლიგის მატჩებს ემსახურება;








