ოზურგეთში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ადგილობრივმა მოსახლეობამ, ამ დღეებში, პოლიეთილენის გადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა;
საპროტესტო აქცია სოფლის ცენტრში გაიმართა;
“საგანგაშო მდგომარეობა ოზურგეთის რაიონში! იწამლება მთელი სოფელი! (გადამოწმებლი ინფორმაციით საუბარია სოფელ მერიაზე)
​სოფლის ცენტრში, ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (რუსებს) ნაქირავები აქვთ შენობა, საიდანაც უწყვეტად გამოდის პლასტმასის/პოლიეთილენის გადამუშავების გაუტანელი, ტოქსიკური სუნი და კვამლი!
​ეს შხამიანი აირი ეშვება დაბლობში, ვრცელდება მთელ სოფელში და აღწევს საცხოვრებელი სახლების ფანჯრებშიც კი! შეუძლებელია სუნთქვა, იქმნება მოსახლეობის ინტოქსიკაციისა და ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე”
უთხრეს გურიის მოამბეს” სოფელში;.

ერთ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, სალომე პიატკოვსკი, აცხადებს, რომ:

” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ მერიაში გაიმართა აქცია მერიის ცენტრში მდებარე ეგრეთწოდებულ წვენების ქარხნის ეზოში, სადაც მიმდინარეობს პლამასების გადამუშავება რომლის შედეგად დგება საშინელი სუნი, გამონაბოლქვი, რის შედეგადაც იწამლება მოსახლეობა, პლამასების ცეხი არის მოსახლეობასთან , სკოლასთან და ბაღთან ახლოს, სოფელ მერიაში მაცხოვრებლები ვითხოვთ ამ საამქროს დახურვას, რადგან ძალიან გვაწუხებს სუნი და იწამლება ხალხი. პლამასების გადამუშავების შედეგად , იმედია გაითვალისწებს ჩვენს მოთხოვნებს მფლობელები და ისიც ვინც ამის გახსნის ვითომ უფლება მისცეს, თუ ეს ყველაფერი არ დაკმაყოფილდება ,, დაუყოვნებლივ მივმართავთ სხვა ზომებს” წერს პიატკოვსკი ფეისბუკში;

კიდევ ერთი ადგილობრივი, გელა მარგალიტაძე, იმავე ფეისბუკში წერს:

“ეს მინი ქარხანა მართლაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. მე მოვეწყვე მაგ ქარხანაში , ოპერატორის ვაკანსიაზე და იმღამითვე მოვიწამლე (ღამის ცვლაში , გამომუშავებულ ნივთიერებასთან ახლო კონტაქტის შედეგად ) . ასპროცენტიანი ბოროტებაა სოფლის ცენტრში ასეთი წარმოების მოწყობა . თუ გამოვიღვიძებთ და ყველა ერთად დავუდგებით ერთმანეთს მხარში ეს საკითხიც მოგვარდება”

მერიის მაცხოვრებელი, ხათუნა ჩავლეშვილი კი გამოსავალს შემდეგში ხედავს: -ავუჭედოთ კარები და არ შევუშვათ!

 

 

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights