„შანტაჟი და წამება სუს-ში — როგორ მუშაობს ძალაუფლების მანქანა ოპოზიციონერი აქტვისტების წინააღმდეგ?“
უკვე წლებია, უსაფრთხოების სამსახური (სუსი) მმართველი ხელისუფლების-„ქართული ოცნების“ ხელში იქცა არა მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტად, არამედ ხელისუფლების ძალაუფლების სადამსჯელო იარაღად. სისტემა, რომელიც წესით ქვეყნის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, დღეს მთავარ იარაღად და შიშის დათესვის ინსტრუმენტად გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ . ოპოზიციური სპექტრის თქმით, ბოლო თვეებში, კერძოდ კი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ გააქტიურების შემდეგ, გახშირდა ადამიანების გატაცების, იძულების, არაადამიანური მოპყრობის და ყალბი ჩვენებების მიცემის იძულების შემთხვევები.
ხელისუფლება აქტივისტებსა და ოპოზიციონერებზე შეტევას მრავალი გზით ახორციელებს: ზოგჯერ მოსყიდვის, თითქოს „თანამშრომლობის“ შეთავაზებით; ზოგჯერ შანტაჟითა და პირადი ცხოვრების დეტალების გამოყენებით; ზოგჯერ კი ფიზიკური ძალადობითა და წამებით. კონკრეტული პირების წინააღმდეგ ხშირად იგეგმება „კომპრომატების“ მოგროვების ოპერაციები, რომელთაც შემდეგ ხელისუფლების მხარდამჭერი მედიასაშუალებები აქტიურად ავრცელებენ. ეს ქმნის ილუზიას, თითქოს აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები კრიმინალები არიან, მაშინ როცა სინამდვილეში საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ დისკრედიტაციის კამპანიასთან. ამ პროცესში მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ მონაწილეობს, აქტიურად არიან ჩართული პოლიციის სტრუქტურები, ხოლო ზოგ შემთხვევაში, კრიმინალური ავტორიტეტებიც. მათი მიზანი ერთია:
ოპოზიციის დაშინება, სამოქალაქო საზოგადოების პარალიზება და იმ ადამიანების გაჩუმება, რომლებიც ხელისუფლების ბოროტმოქმედებებზე საჯაროდ საუბრობენ. აღნიშნულ საკითხზე ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
(დაზარალებული – საბა ტორაძე)
„სუსი და პოლიცია დღეს ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფებაა საქართველოში. მათ ხელში აღარ არსებობს კანონი, აღარ არსებობს სამართალი არსებობს მხოლოდ ბინძური დავალებები „ქართული ოცნებისგან“. მათთვის ნორმაა ახალგაზრდების გატაცება, წამება, დასახიჩრება და ცრუ საქმეების შეკერვა. ეს ხელისუფლება ოპოზიციონერებს ისე ექცევა, როგორც მტრებს ომში იყენებს შანტაჟს, ფულით მოსყიდვას, ძალადობას და დამამცირებელ მოპყრობას. რეალურად, საქმე გვაქვს პოლიტიკური რეპრესიების ახალ ტალღასთან, რომელსაც ერთნაირი სქემა აქვს: პირველ რიგში, ცდილობენ დაგაშინონ, შემდეგ გიყიდონ, ბოლოს კი უბრალოდ მოგსპონ.“
ზემოხსენებულ საკითხზე ბევრ საუბრობენ ოპოზიცურ სპექტრში ვრცელდება სხვადასხვა აქტივისტების შესახებ ინფორმაცია, რომელბიც სუსში უკანონოდ დაბარების და დაკითხვის და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, მათ შორის, არის ახალგაზრდა პოლიტიკური აქტივისტი და “ერთიანი ნაციონალური მოძროაბის” წევრი საბა ტორაძე, რომელმაც ჩვენთან ღიად ისაუბრა მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქილოგიური ძალადობის შესახებ და ამხილა სისტემის კონკრეტული მაღალჩინოსანი, ვინც მის წამებაშია დამნაშავე:
„ზოგადად არავის გაუკვირდება თუ „ქართულ ოცნებას“ არაადამიანურ მოპყრობაში დავადანაშაულებ,მაგრამ ის რაც მე სუს-ში დამმართეს, ყველანაირ მორალურ საზღვარს სცდება. ფოტოები მაქვს რამდენად ვიყავი ნაცემი, საზოგადოებისთვის მათი გაზიარებაც კი საშიშია. ყველაფერი იმით დაიწყო რომ მე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ვარ ძალიან აქტიური პოლიტიკურად. უნივერსიტეტში სტატუსიც კი შემიჩერეს იმის გამო რომ ოპოზიციურ აციებს ვესწრებოდი, კერძოდ ე.წ “გავრილოვის ღამე” მაქვს მხედველობაში. ჩემთვის პოლიტიკა სულ იყო ცხოვრების ნაწილი. გავრილოვის ღამეს ასობით დაზარალებულთაგან ერთ-ერთი მეც ვარ, მეც მომიწია საკუთარ თავზე გამომეცადა სპეცრაზმელების არაადამიანური ქმედებები. მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მე აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ კამპანიაში. საკუთარ უბანში ვეწეოდი საინფორმაციო პოლიტიკურ აგიტაციას, ვცდილობდი ყველაფერში მიმეღო მონაწილეობა რასაც ოპოზიციური სპექტრი, კერძოდ კი „ენმ“ ახორციელებდა. ამას მოჰყვა ჯერ ჩემი მანქანის დაზიანება უბანში, ე.წ უბნის მაყურებლების და კრიმინალური ავტორიტეტის „ჯეირანას“ მონაწილეობით, შემდეგ მუქარის ზარები და პოლიციასთან ჩემი აქტიური კომუნიკაციის გამო ფიზიკური ანგარიშსწორება. დიახ, იმის გამო მცემეს რომ საკუთარი პირადი ქონების დაზიანების შემდეგ მოვითხოვდი გამოძიებას, როგორ ბედავ და პოლიციაში გვიჩივიო. რა თქმა უნდა ეს საქმე არავის გაუძიებია და დამნაშავეები კლავ დაუსჯელები დარჩნენ. რაც შეეხება ჩემს “დაკითხვაზე” დაბარებას და წამებას, ეს 2022 წლის 17 იანვარს მოხდა, მივიღე უწყება რომ სუს-ში უნდა მივსულიყავი, არაფერი იყო განმარტებული, მეშინოდა მაგრამ ვიცოდი გამოუცხადებლობის შემთხვევაში აუცილებლად ბრალს წამიყენებდნენ. მივედი ორგანოში სადაც ე.წ “გამომძიებელი” რეალურად კი ნამდვილი ჯალათი, გიორგი მაისურაძე გახდა ჩემი წამების მთავარი აქტორი. მან კარგად იცოდა ჩემი პოლიტიკური გავლენების შესახებ, იცოდა ისიც რომ ჩემს უბანში ძალიან დიდი გავლენა მქონდა, ამიტომ პირდაპირ მითხრა რომ უნდა მეთანამშრომლა მათთან და უნდა დამეწყო ტყუილების გავრცელება კონკრეტული პირების შესახებ. მან ცხვირწინ მაგიდაზე დამიდო სია, სადაც ბევრი ჩემთვის ნაცნობი სახელი ამოვიკითხე, კერძოდ „ენმ“-ს წევრები ან სხვა პოლიტიკურ პარტიის სულ ახალგაზრდა ბიჭი-გოგოები რომლებთან ახლო ურთიერთობა მქონდა. მაისურაძე მეუბნებოდა რომ მათთვის უნდა დამებრალებინა ე.წ „ფეხობა“ რაც ნიშნავს იმას თითქოს ისინი ნარკო ბარიგები იყვნენ და ე.წ „ფაქტებს“ სხვ