დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი

ტვ პირველის ინფორმაციით, ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს – სულიკაშვილს განსაკუთრებულით დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებს” საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.

როგორც სულიკაშვილის გარემოცვიდან ამბობენ, ცნობილ დიზაინერს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა დღეს შეუფარდა.

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights