პირველი
ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს მთელი არსებით სძულს ეგ კატეგორია თავისი სტვენითურთ. სძულს, მიუხედავად იმისა, რომ ნაყიდი და მოთვინიერებული ჰყავს.
● მეორე
ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ კორუფციაში ჩაძირული ამ მოთვინიერებული კატეგორიის მოუთოკავი ,,სტვენა” ხალხში საშინელ აგრესიასა და ბრაზს აგროვებს. ამაზე ძალიან ხალხს არაფერი აღიზიანებს.
ასე რომ, სრულიად ბუნებრივადაც და პრაგმატულადაც სძულს. ეს ,,სტვენა” პირდაპირ ივანიშვილს ურტყამს. ჰოდა, ძალიანაც კარგი. უკვე ბიძინა კი არ მართავს კორუფციას, არამედ კორუფცია მართავს ბიძინას. ჩაეფლო და ჩაიძირა თავის რეჟიმიანად.
გააგრძელეთ სტვენა. ყველაფერი ძალიან ლოგიკურად მიდის
წერს ჟურნალისტი ვახო სანაია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე








