წყაროს ინფორმაციით, ლაითურის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა
“პატიმარი ა. მ. რომელიც სასჯელს ლაითურის ციხეში იხდის, ბადრაგმა, ძალის გამოყენებით გააუპატიურა, შემთხვევა ამ დღეებში, ლაითურის ციხეში მოხდა”
ეს ინფორმაცია, კარგად ინფორმირებულმა წყარომ, “გურიის მოამბეს” დღეს მიაწოდა.
წყაროს ცნობით, დაზარალებულმა ამის შესახებ ოჯახს უკვე აცნობა, თუმცა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატიმრის მამა, იმავე წყაროს ცნობით, სპეცსამსახურებისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ წუთებშიც, განსაკუთრებული ზეწოლისა და წნეხის ქვეშ არიან;
მისგან მოითხოვენ ფაქტის მიჩქმალვას და რეაგირებაზე უარის თქმას;
“გურიის მოამბე”, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. ვინაიდან სამსახურის ოფიციალურ გვრდს პრესსამსახურის საკონტაქტო მონაცემები ვებ გვერდზე არ უდევთ, ჩვენ ცხელი ხაზით ვისარგებლეთ;
“პენიტენციურ სამსახურ” გისმენთ:
გამარჯობათ “გურიის მოამბედან” გაწუხებთ, ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ბადრაგის მიერ ლაითურის ციხეში მოხდა ერთ ერთი პატიმრის გაუპატიურება ძალის გამოყენებით, გვაინტერესებს უწყების კომენტარი ამასთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობთ, რისი მოწოდება შეგიძლიათ, მიმდინარეობს თუ არა მოკვლევა ამ ფაქტთან დაკავშირებით.
-თქვენ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?
-ჩვენ ეს ინფორმაცია ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა, გვითხრა რომ ოჯახის წევრებმა მიმართეს ლაითურის ციხის ადმინისტრაციას, თუმცა სანაცვლოდ ოჯახის წევრებზე დევნა შევიწროება დაიწყო;
-თუ შეგიძლიათ გვითხარით წყაროს ვინაობა, რომ დავიწყოთ მოკვლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოკვლევას ვერ დავიწყებთ.
-მე ვერ გეტყვით წყაროს ვინაობას, ეს უსაფრთხო არ არის;
-მაშინ მოგვმართეთ ოფიციალური განცხადებით რომ მოკვლევა დავიწყოთ.
-ეს საკმარისი არ არის? ცხელ ხაზზე ვრეკავ
-არა, ეს საკმარისი არ არის, უნდა მოგვმართოთ განცხადებით, ან ელ ფოსტაზე. გვითხარით პატიმრის სახელი და გვარი;
-მაპატიეთ, მე ჟურნალისტი ვარ, მე თქვენი კომენტარი მინდოდა, იქნებ პრეს სამსახურს დამაკავშიროთ, ჩვენ უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია და არ გვინდა რომ ის ცალმხრივი იყოს. ჩათვალეთ ეს შემოსულ ინფორმაციათ და მოახდინეთ რეაგირება. ოჯახმა ხომ მიმართა ლაითურის ციხის ადმინისტრაციას, ინიციალებს გეტყვით ა.მ. ასევე ვეუბნებით ქალაქს, საიდანაც ჩვენი ინფორმაციით პატიმარია წარმოშობით;;
(პრესსამსახურის კოორდინატებს არ გვაძლევს)
-თუ თქვენ ამბობთ რომ ოჯახმა მიმართა ციხის ადმინისტრაციას, გადავამოწმებთ და მიივიღებთ შესაბამის ზომებს.
რამდენიმე წუთში ჩვენ დაგვიკავშირდნენ პენიტენციური სამსახურიდან – გვითხრეს რომ საკითხის ირგვლივ (და არა ფაქტის) მოკვლევა დაიწყო.
–








